როგორ აღვზარდოთ პატარა თხის რქა?

როგორ აღვზარდოთ პატარა თხის რქა?

ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.

დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.

როგორ აღვზარდოთ პატარა თხის რქა?

თხის რქა პლანეტა სატურნით მართული ნიშანია. სატურნი კი დისციპლინის, საღი აზრის და რეალისტური ხედვის მახასიათებლებით გამოირჩევა. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ თქვენი შვილი დაბადებიდანვე „პატარა დიდის“ შთაბეჭდილებას ტოვებს გარშემომყოფებზე. იგი არაბავშვურად სერიოზული, მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. ხოლო მისთვის დამახასიათებელი თვისება ყველაფერზე იქონიოს საკუთარი აზრი, ხშირად ჩაგაგდებთ საგონებელში. თუმცაღა მას არც თანატოლებში ადგილის დამკვიდრება და კომუნიკაცია გაუჭირდება.

სამაგიეროდ იგი ყოველთვის მარტივად მოერგება სკოლაში მიღებულ ნორმებს, თხის რქისთვის რეჟიმში ცხოვრება არათუ რთული, პირიქით სასიამოვნო და სასარგებლოც კია. ზოგადად, ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები ყველაზე დისციპლინირებული პატარები არიან მთელს ზოდიაქოში. იგი პატივისცემით ეკიდება ოჯახს და განსაკუთრებით მის უხუცეს წევრებს. ამიტომ ბებია-ბაბუასთან უფრო ძლიერი მიჯაჭვულობა შეიძლება ჩამოუყალიბდეს ვიდრე უშუალოდ მშობლებთან. ასწავლეთ მას მოდუნება და საკუთარი ემოციების აშკარად გამოხატვა, ასევე მიაჩვიეთ იგი იუმორით შეხედოს პრობლემებს ცხოვრებაში და მაქსიმალურად ეცადოს ნებისმიერი მოვლენა პოზიტიური მხარით დაინახოს. ის ხომ საკმარისზე მეტად გამჭრიახი და რეალისტია.

ნურასოდეს შეადარებთ თქვენს შვილს სხვას, მით უმეტეს არასოდეს დაუფიქსიროთ სახალხოდ ის ფაქტი, რომ სხვა ბავშვები მასზე უკეთ იქცევიან ან სწავლობენ. აუცილებლად წაახალისეთ იგი, როცა ამას იმსახურებს და ყოველთვის დაანახეთ აშკარად ის ფაქტი, რომ თქვენ მისი უპირობოდ გჯერათ.

თხის რქა მიწის სტიქიის წარმომადგენელია, შესაბამისად თქვენს შვილს მატერიალიზმი ახასიათებს. ამიტომ მისი ნებისმიერი წარმატება თუ ჩადენილი კარგი საქციელი, სიმბოლური საჩუქრით ან კინოში (ზოოპარკში) გასეირნებით გაალამაზეთ. მისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ შრომა რომელიც მან გასწია ანაზღაურდება. სამაგიეროდ იგი უფრო მეტი მონდომებით შეეცდება გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწიოს ამა თუ იმ სფეროში.

თხის რქა ბავშვი მიზანსწრაფული, ჯიუტი და უკომპრომისოა როცა საქმე დასახული ამოცანის მიღწევას ეხება. ამიტომ თუ მან რაიმე დაისახა მიზნად, გზიდან ვერავინ და ვერაფერი გადაახვევინებს. ასწავლეთ მას მეტი ლოიალურობით მიუდგეს მასზე უფრო სუსტი ნებისყოფის ადამიანებს, ნუ განუვითარებთ ხასიათში სნობიზმის ელემენტებს (სატურნულ ბუნებას ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებს), მიაჩვიეთ საკუთარი გრძნობები ღიად და გახსნილად დააფიქსიროს. ასე მისგან სამომავლოდ მზრუნველი, მოსიყვარულე და სტაბილური ადამიანი გაიზრდება, რომელიც დიდ ასაკში მაქსიმალური ყურადღებით გადაუხდის მშობლებს მასზე გაწეულ ამაგს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"