ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.
დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.
როგორ აღვზარდოთ პატარა მორიელი?
მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პირმშო უზომოდ ემოციური და შთაბეჭდიელბიანი ბავშვი იქნება. პატარა მორიელი მცირე ასაკიდან გამოამჟღავნებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მოუთმენლობა, სიმამაცე, ექსტრიმის სიყვარული და სიჯიუტე. მასში საოცრად არის განვითარებული თავდაცვის ინსტინქტი. ამიტომ იგი ძალიან ამტანი და გამძლეა ნებისმიერი სირთულის მიმართ. მასზე არ მოქმედებს დიქტატოული და ხმამაღალი ტონი. უფრო პირიქით, თუკი მას ამგვარი მეთოდით აიძულებთ რამის კეთებას, შესაძლოა ამ პატარა არსების სიჯიუტემ გაგაოცოთ. მორიელი პატივს მხოლოდ მასზე ძლიერ ადამიანს სცემს, აქედან გამომდინარე, თქვენი შვილისთვის პირველ რიგში თავად უნდა იყოთ მისაბაძი მაგალითი და სრულყოფილების ეტალონი, თუ გინდათ, რომ მან თქვენი რჩევა მაქსიმალურად გაითვალისწინოს.
ნუ გაგიკვირდებათ თუ აღმოაჩენთ, რომ მას პატარა ასაკიდან გააჩნია საკუთარი საიდუმლოებები. მის სულში ხელის ფათურს კი ნამდვილად არ გირჩევთ, მორიელი ძნელად იტანს, როცა ვინმე მის ბოლომდე გაშიფრვას ცდილობს, თუნდაც ეს ვინმე საკუთარი დედა ან მამა იყოს. სამაგიეროდ, თქვენს შვილს ყალბი ემოციები და ფარისევლობა ნაკლებად ახასიათებს. იგი ყოველთვის ღიად და აშკარად გამოხატავს საკუთარ სიმპათია-ანტიპათიას ვინმეს მიმართ. ამიტომ არ გაგიკვიდეთ, თუკი ვიღაც-ვიღაცეებს "ისე უმიზეზოდ" აითვალწუნებს. ენდეთ მის ინტუიციას და მომავალში თავად დარწმუნდებით მის სისწორეში.
პატარა მორიელებს გასაოცარი ნიჭი გააჩნიათ გაერკვნენ ნებისმიერი მოვლენის არსში. თუმცა, თუკი მას მცირე ასაკიდანვე არ მისცემთ იმის მაგალითს, თუ როგორ უნდა უყვარდეს სხვები, დიდობაში იგი პირქუში და ეგოისტი პიროვნება გაიზრდება. საუკეთესო მაგალითი კი ამ მხრივ მისთვის დედ-მამას შორის არსებული პატივისცემა და სიყვარულია.
თქვენი შვილი ზოდიაქოს "რთულად აღსაზრდელთა" კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ მისი აღზრდისას არაერთგზის ჩავარდებით საგონებელში, როგორ მიუდგეთ ისე, რომ თქვენი რჩევა გაითვალისწინოს. ზოგჯერ მას მოსწონს ცეცხლთან თამაში, განგებ ურჩობს ან გეჯიბრებათ, ეს კი მარტოოდენ იმიტომ, რომ თავისი უპირატესობა დაანახვოს სხვებს და მათ შორის თქვენაც. ასეთ დროს მასთან ფიზიკური დასჯის პრეცენდენტის გამოყენება გაუმართლებელია. მორიელი უზომოდ თავმოყვარე ნიშანია, ამიტომ მას შესაძლოა დიდხანს დაამახსოვრედს თქვენგან მსგავსი საქციელი. ამასთან ერთად, იგი ამ ფაქტის შემდეგ, არათუ გამოსწორდება უფრო და უფრო ცუდად მოიქცევა.
საიმისოდ, რომ მასთან დაზავებას მიაღწიოთ, აუცილებელია, თქვენში იგი მოკავშირესა და მეგობარს ხედავდეს. სიმშვიდე უმთავრესი იარაღია მორიელის მშობლის ხელში. იმიტომ რომ მხოლოდ სიმშვიდით, საკუთარი ემოციების ფლობის უნარით და გაწონასწორებულობით გამოიწვევთ მასში თქვენი პერსონის მიმართ პატივისცემას.