ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.
დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.
როგორ აღვზარდოთ პატარა თევზები?
თევზები წყლის სტიქიის წარმომადგენელია. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ თქვენი შვილი უზომოდ ემოციური, განცდიანი და მეოცნებე იქნება. მისი ატირება მარტივზე მარტივი საქმეა. თუმცა, პატარა ასაკში, ეს მოვლენა ნუ შეგაშინებთ. ლიფსიტა ცოტას წაიტირებს და მისი დარდი უმალ დავიწყებას მიეცემა.
ასეთი ბავშვი მაქსიმალურად უნდა დაიცვათ ნებისმიერი სახის ნეგატიური ემოციისა და ინფორმაციისგან. მასზე ერთნაირი სიძლიერით მოქმედებს როგორც ჩხუბი დედ-მამას შორის, ისე საშიში სიუჟეტის მქონე ანიმაციური ფილმის ყურება. ასეთ დროს თქვენმა შვილმა შესაძლოა საერთოდ გაქცევა მოინდომოს რეალობისგან რის ხარჯზეც ჩაკეტილი, გულჩათხრობილი და ასოციალური გახდება.
თევზები ჰუმანური და კეთილი ნიშანია. ზოგჯერ შეიძლება ითქვას ზედმეტად კეთილმოსურნე და ხათრიანიც კი. ამიტომ სურვილს, გარშემო მყოფების გული ყოველთვის მოიგოს და არ აწყენინოს ახლობლებს, პატარა თევზი ხშირად სხვებზე დამოკიდებულ ადამიანად ჩამოყალიბებამდე მიჰყავს. აქედან გამომდინარე, სასურველია, მცირე ასაკიდან ასწავლოთ მას საკუთარი და სხვისი სურვილების გამიჯვნა, ნებისყოფის სიმტკიცე და თავაზიანი "არას" თქმის ხელოვნება.
აუცილებლად განავითარეთ ასევე მასში საკუთარი აზრის დაცვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. უნდა აუხსნათ ისიც, თუ როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან რეალური პრობლემები და წვრილმანი უსიამოვნებები, რათა ერთიც და მეორეც გრანდიოზულ ტრაგედიად არ აღიქვას შემდგომში, როცა დიდი გაიზრდება.
ასწავლეთ უსამართლობასთნ ღია ბრძოლა, სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვის სანაცვლოდ, იმ იმედით, რომ უსიამოვნებები მას არ შეეხება. ასევე უნდა ჩააგონოთ ისიც, რომ ადამიანებისთვის გაწეული დროული დახმარება, მათთან ერთად ამა თუ იმ პრობლემის გამო სოლიდარულ მოთქმა-გოდებაზე უკეთესი და კარგი საქციელია. რაც მთავარია, აუცილებლად მიაჩვიეთ იგი იმას, რომ ცხოვრება პოზიტიურ ჭრილში აღიქვას და წვრილმანი უსიამოვნებების გამო, ხასიათი არასოდეს გიაფუჭოს.
თუკი თქვენ პატარა თევზს, მცირე ასაკიდან ჩაუნერგავთ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს, მისგან სამომავლოდ გულმოწყალე, მშვიდი, შემოქმედებითად აქტიური და ჰუმანური ადამიანი გაიზრდება, რომელიც ბევრისთვის გახდება ცხოვრებაში ემოციური დასაყრდენი და სულიერი მეგობარი.