1. ახალმთვარეობას ხელით ჩამოწერეთ სურვილების სია. ფრთხილად შეარჩიეთ ნატვრა, რადგან როცა ახდება, შესაძლოა სულაც არ დადგეთ იმ რეალობის წინაშე, რომელიც ახლა გესახებათ. დაფიქრდით, რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს თქვენს სურვილებს და მზად იყავით სცენარის მსგავსი კუთხით განვითარებისთვის. აუცილებელი არ არის სურვილები სპირიტუალური ხასიათის იყოს, თამამად იოცნებეთ ახალ მანქანაზე, კომპიუტერსა და ყველაფერ მატერიალურზე.
2. ერთადერთი, რაც აუცილებლად წინასწარ უნდა განსაზღვროთ, კალამია. აირჩიეთ მისი ფერი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი - წითელი;
კურო - მწვანე;
ტყუპი - ყვითელი;
კირჩხიბი - ცისფერი;
ლომი - ოქროსფერი;
ქალწული - ყავისფერი;
სასწორი - ვარდისფერი;
მორიელი - შავი;
მშვილდოსანი - იასამნისფერი;
თხის რქა - ნაცრისფერი;
მერწყული - შაბიამნისფერი;
თევზები - ცისფერი.
3. დაანთეთ ლავანდას ან თაფლის სანთელი და ფანჯრი რაფაზე ისე დადგით (ან ფანჯარასთან ახლოს), რომ მთვარეს უყურებდეს.
4. ჩააბნელეთ ოთახი და მის შუქზე ხმამაღლა წაიკითხეთ სურვილები.
5. გადაკეცეთ სურვილების ფურცელი 3-ჯერ და მოათავსეთ სანთლის ქვეშ.
6. დააცადეთ სანთელს ნახევრად მაინც ჩაიწვას. არავითარ შემთხვევაში არ ჩააქროთ სულის შებერვით, გამოიყენეთ ხელი. თუ თითები ძალიან აგეწვებათ, სურვილი მალე აგისრულდებათ, თუ არც ისე - თქვენი ნატვრა მოგვიანებით შეისხამს ხორცს.