ორში - წადით იქ, სადაც ყოფნა ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ. არ ეკამათოთ ოჯახის წევრებს. არავითარ შემთხვევაში არ იმუშაოთ!!! ორში ფინანსებზე დაფიქრება გმართებთ. ეს დღე მისწრებაა მთელი წლის ბიუჯეტის დასაგეგმად. თამამად დაისახეთ სხვადასხვა ტიპის გეგმები, რომელიც პოტენციურ გამომუშავების წყაროებს ეხება.
სამში
- იმიჯს უნდა დაუთმოთ დრო. შეიცვალოთ სტილი, ვარცხნილობა. წინასწარ ჩაეწერეთ სალონში. განაახლეთ გარდერობი.
ოთხში - შეგიძლით სტუმრად ახლო ნათესავებიც მოიპატიჟოთ ან თავად გაემგზავროთ ბებია-ბაბუების მოსანახულებლად. შესაძლებელია, ამ დღეს საკუთარი ოჯახის წევრები ახლებურად აღიქვათ, სხვაგვარად გაშიფროთ მათი საქციელები და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომებიც გააანალიზოთ.
ხუთში - დრო ბავშვებს დაუთმეთ, გაერთეთ და ითამაშეთ მათთან. დაკავდით ერთობლივი სეირნობებით. თუკი მშობელი ჯერ არ ხართ, რომანტიკული პაემანის დასაგეგმად უკეთეს დროს ვერსად იპოვით. ეს დღე ბავშვებთან და რომანტიკასთან ასოცირდება.
ექვსში - კარგი იქნება საახალწლო "ღორმუცელობის" შედეგად გადატვირთულ სხეულს თუ განტვირთვის დღეს მოუწყობთ. სახლს დაალაგებთ, ძველ ნივთებს მოიცილებთ თავიდან და საჭირო დოკუმენტებს გადახედავთ.
შვიდში - მთელი დღე აჩუქეთ მეუღლეს ან საცოლეს/საქმროს. ისაუბრეთ მასთან ერთად სამომავლო გეგმებზე. გაიგეთ რა აწუხებს და რა უხარია თქვენს მეორე ნახევარს. თუკი მარტოხელა ხართ, დროა საბედოს საპოვნელად გაეშუროთ.
რვაში - შეგიძლიათ დღე ექსტრემალურ გართობას, აზარტულ თამაშებს ან სულაც სათხილამურო კურორტზე სტუმრობას დაუთმოთ. ეს კარგი დღეა ორსულობის დასაგეგმად, უძრავი ქონების საკითხებზე სასაუბროდ და ა.შ.
ცხრაში - შეგიძლიათ თვითგანვითარებით დაკავდეთ. მოიმარაგეთ საინტერესო წიგნები, ჩაუჯექით შემეცნებით გადაცემებს. ან სულაც იმოგზაურეთ.
ათში - სამომავლო მიზნები დაისახეთ. ჩამოაყალიბეთ კარიერული სტრატეგია. დაფიქრდით, რა არის თქვენი ყველაზე შორეული ოცნება. დაისახეთ მისკენ სავალი გზები.
თერთმეტში - მეგობრებს დაუთმეთ დრო. მოიპატიჟეთ ისინი სტუმრად ან თავად წადით მათთან მოსანახულებლად.
თორმეტში - მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკისა და ლოცვისთვის საუკეთესო დღეა. განმარტოვდით და ეცადეთ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ.