დიდი დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.
დღეს იმის შესახებ მოგიყვებით, რა მეთოდებით ჯობია კირჩხიბმა გამოიმუშაოს ფული
კირჩხიბის ზოდიაქოს მთვარე მართავს, ამიტომ ეს ადამიანები ყველაზე კომფორტულად თავს ახლო წრეში და ოჯახის წევრების გარემოცვაში გრძნობენ. გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, თუ რატომ ეწევა ბევრი კირჩხიბი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ბიზნესს ნათესავებთან ერთად. კირჩხიბის ზოდიაქო ანატომიურად კუჭს შეესაბამება. შესაბამისად, ნებისმიერი კირჩხიბისთვის მომგებიანია კულინარიით, ბავშვთა ან დიეტური კვებით, კვების ობიექტებით ფულის გამომუშავება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები კარგად გრძნობენ ასევე თავს ანტიკვარიატის ბიზნესში, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საქმეში და ყველა იმ სფეროში. რომელიც სიძველეებს, წარსულს და მის ახლებურად შეფუთვა-გაყიდვას უკავშირდება. კირჩხიბებს შესანიშნავი პედაგოგიური ტალანტი გააჩნიათ, ბავშვებთანაც იდეალურად პოულობენ საერთო ენას, ამიტომ მასწავლებლის ან რეპეტიტორის პროფესიითაც შესაძლებელია მათთვის ფულის გამომუშავება.