დიდი დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.
დღეს იმის შესახებ მოგიყვებით, რა მეთოდებით ჯობია ლომმა გამოიმუშაოს ფული
ლომის ზოდიაქოს მზე მართავს, ამიტომ ადამიანისთვის, რომელიც არც მეტი არც ნაკლები "მზის შვილია" ძალიან ძნელი თავს უბრალო მოკვდავივით შრომა აიძულოს. მით უმეტეს, დაბალ რგოლში და დაქვემდებარებულის პოზიციაზე. აი, რატომ ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნით ლომებს ხშირად აბსოლუტური სიზარმაცე ან გადამეტებული კარიერული ამბიციები.
ლომები ამაყი ნატურები არიან, ისინი მუდმივად დაეძებენ ისეთ სამსახურს, სადაც უფოსობას შეძლებენ ან მინიმუმ, რომელიმე რგოლს უხელმძღვანელებენ მაინც როგორც "თიმ ლიდერი". მათი უმრავლესობა ფულს მარტივად შოულობს ისეთი სფეროებით როგორიცაა: პიარი და მარეკტინგი, სარეკლამო საქმიანობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ეს იმიტომ, რომ "მზის შვილებს" გასაოცარი შემოქმედებითი პოტენციალი, სამსახიობო ნიჭი და კრეატიული აზროვნება დაანათლა კოსმოსმა. გარდა ამისა, ლომების დიდი ნაწილი იდეალურად გრძნობს თავს პედაგოგიური საქმიანობისას. მათ უმეტესობას საშინლად უყვარს მასწავლებლის ან გურუს როლი, მოსწონთ სხვებისთვის ჭკუის სწავლება. შესაბამისად, ლექტორის ან ფსიქოლოგის პროფესიაც შეიძლება ფულის მომტანი იყოს ლომისთვის. კიდევ ერთი და შეიძლება ითქვას ყველაზე სარფიანი სამსახური ლომისთვის შოუბიზნესია.
იშვიათი როდია ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით ბევრი ცნობილი კინოვარსკვლავი დაიბადა. ლომები კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან, ხოლო ზემოხსენებული სამსახიობო ტალანტი, კარგი ფიზიკური მონაცემები და საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად "შეფუთვის" ხელოვნება იწვევს იმას, რომ ბევრი ლომი სერიოზულ თანხებს გამოიმუშავებს შოუბიზნესში საქმიანობით ან სპორტით.