დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.
ფულის შოვნის მეთოდები მორიელისთვის
მორიელი ზოდიაქოს მერვე სახლს მართავს, რაც თავის მხრივ სხვის ფინანსებს, მემკვიდრეობის თემებს და სარისკო გზებით მიღებულ შემოსავლებს შეესაბამება. მორიელები რისკიანი, თავზეხელაღებული ხალხია. მათთვის აუცილებელია სამოღვაწეოდ ისეთი სფერო, სადაც საშუალება ექნებათ თავი იგრძნონ "ტალღის ქიმზე", მუდმივად ჰქონდეთ გამოწვევა და მძაფრი კონკურენცია.
ამიტომ ასტროლოგები მორიელს ურჩევენ ისეთ სფეროებში სცადოს ძალები, როგორიცაა: ამტომობილების ბიზნესი, ადვოკატურა (ძირითადად მემკვიდრეობის თემატიკა), კასკადიორის ან მაშველის პროფესია, ავტორბოლა, დამკრძალავი მომსახურეობა, დაზღვევა, აზარტული თამაშების ქსელი. ბევრი მორიელი კარგი გამომძიებელი და კრიმინალისტი დგება. ისინი უბადლოები არიან ასევე ქირურგიასა და ტრავმატოლოგიაში.
სახელოვნებო სფეროებში კი კოლოსალური თანხების აკუმულირებას ახერხებენ ძირითადად მოცეკვავის ან მხატვრის პროფესიით. არცთუ იშვიათად გვხვდებიან ასევე შოუბიზნესში როგორც პროდუსერები. ისინი იზიდავენ ფულს და დიდ კაპიტალს. მათთვის იდეალურია ასევე სამშენებლო ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი. არქიტექტორის ან მოქანდაკის პროფესია. სპორტი (განსაკუთრებით კრივი, რაგბი).