დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.
დღეს იმის შესახებ მოგიყვებით, რა მეთოდებით ჯობია კურომ გამოიმუშაოს ფული
კურო ზოდიაქოს მეორე (ფულის) სახლს მართავს ამასთან ერთად, მისი მმართველი პლანეტა ვენერა კომფორტსა და მატერიალურ დოვლათზე აგებს პასუხს. შესაბამისად, კუროების დიდი ნაწილი მიდრეკილია მატერიალური რესურსის გეგმაზომიერად მოპოვება-დაგროვებაზე. კურო რეალისტი და მიწაზე მყარად მდგომი ადამიანია, ამიტომ ის ყოველთვის ობიექტურ გეგმებს აწყობს ფულის საშოვნელად და იშვიათად ცდილობს გაუაზრებელი რისკით საკუთარი ფინანსური მდგომარეობა დააზარალოს. "უფასო ყველის" შესახებ, რომელიც მხოლოდ სათაგურშია კურომ კარგად იცის, თუმცა მისი ოპოზიციური ნიშნის - მორიელისგან განსხვავებით იგი არც კი ეცდება ამ ყველის ხელში ჩაგდებას. კუროებს საკუთარი გამომუშავებით დაგროვილი ქონება ურჩევნიათ, მოულოდნელ და სარისკო გამდიდრების გზებს. მით უმეტეს, რომ პლანეტები მის მიმართ ერთობ კეთილგანწყობილნი არიან - იშრომებს და მიეცემა. კუროს ასტროლოგები ფულის შოვნას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, კვების ობიექტებით, კულინარიით ზოგადად, საბუღალტრო საქმიანობით, ანტიკვარიატის ბიზნესით ან ფერმერული საქმიანობით ურჩევენ. ეს ის სფეროებია, სადაც კუროს რეალურად ექნება შანსი სტაბილური და მზარდი შემოსავალი შეიძინოს.