ავტორი:

როგორი იქნება აპრილი თევზებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ფულს მიიღებთ სრულიად ახალი წყაროდან"

როგორი იქნება აპრილი თევზებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ფულს მიიღებთ სრულიად ახალი წყაროდან"

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, კომპლექსებს და გამოასწორეთ, რაც არ მოგწონთ. აგრეთვე - შეცდომები საქმეებში, ურთიერთობებში. იყავით თავშეკავებული, რომ არავინ გააკრიტიკოთ. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების მოგვარებისას. ყურადღება მიაქციეთ იმ საქმეებს და ვალდებულებებს, რაც კარიერის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ ჩამორჩეთ მოვლენებს. მარტოხელა თევზების ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც ბედის დაკავშირება მოგინდებათ. რომანტიკული ურთიერთობა ძირითადად ვირტუალურად მოგიწევთ, შეხვედრებს იშვიათად შეძლებთ. დაქორწინებულებს საშუალება მიეცემათ გაიფართოონ ბინა, საცხოვრებელი ფართი ან მიწის ნაკვეთი; ზოგი კი მემკვიდრეობას მიიღებს.

საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ონლაინ უნდა გამართოთ და ეცადეთ, რომ ეკრანზეც კი მიმზიდველი და პროფესიონალი იყოთ. თვის ბოლოს სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. აგრეთვე, არ დააყოვნოთ ჯარიმების, პროცენტის გადახდა, თუ უსიამოვნებებში არ გსურთ აღმოჩენა.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თუ საკუთარ თავს გარდაქმნით, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორთან. იყავით გულახდილი იმ ადამიანთან, ვის მიმართაც ნამდვილი გრძნობა გაკავშირებთ. დაქორწინებულებს, სახლში ერთად ყოფნის დროს, კარგი შანსი გაქვთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება. იყავით მეტად მოსიყვარულე ერთმანეთის მიმართ, გაიხსენეთ როგორები იყავით შეყვარებულობის დასაწყისში და ეცადეთ, მეტი რომანტიკა შეიტანოთ ურთიერთობაში. თუ სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებთ, ცნობილი მიზეზის გამო, საყვარელი ადამიანი კომპლიმენტებით მაინც გაანებივრეთ. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ, როგორი კარგი კულინარი იყავით და მეუღლეს გემრიელობებით გაანებივრებთ. აი, მავნე ემოციები კი უნდა მოთოკოთ.

  • სამსახური და ფინანსები

უამრავი საქმის გადაკეთება მოგიწევთ და შეიძლება სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ. მაგრამ ნუ განაწყენდებით, კარგ გამოცდილებას მიიღებთ, უცხო ხალხთან მუშაობას ისწავლით. ფული ზომიერად და გაანგარიშებულად ხარჯეთ, თუ არ გსურთ, თვის ბოლოს ვალებში აღმოჩნდეთ.

არ გართულოთ დამოკიდებულება სამართალდამცველებთან. ეცადეთ, კანონმორჩილი იყოთ. წინ რომ იყურებით კარგია, მაგრამ ნურც დაწყებულ, ძველ პროექტებს დაივიწყებთ. ყურადღებით გადაიხადეთ კრედიტები და გადასახადები. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია გადაზიდვებთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ფულს მიიღებთ სრულიად ახალი წყაროდან. გარკვეული თანხა დაგეხარჯებათ ბავშვებსა და ოჯახზე.

  • ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. მოერიდეთ თვითმკურნალობას, თუ, რა თქმა უნდა, ექიმი არ ხართ. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, მიმართეთ სპეციალიტს. ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს იმუნიტეტის ამაღლება, მიიღეთ ვიტამინები და მინერალები. აპრილი საუკეთესო თვეა, მავნე ჩვევებისგან რომ გათავისუფლდეთ. სახლში კი შეგიძლიათ ზომიერად ივარჯიშოთ. მანდილოსნები თვის ბოლოს გინეკოლოგთან ჩაეწერეთ ვიზიტზე.

­ მარტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 5, 13, 18, 28

­ მარტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 4, 11, 27

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილება გელით"

რა ელით აპრილში მერწყულებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "თქვენი ცხოვრება თავბრუდამხვევ მარათონს დაემსგავსება"