მორიელი
თქვენ გჭირდებათ შავ ფერში გაწყობილი ნაძვის ხე. თავად აარჩიეთ სათამაშოები იქნება შავი თუ ხელოვნური ტოტები.
მერწყული
თქვენ თეთრი ფერის, ხელოვნული ნაძვის ხე შეგეფერებათ, რადგან გარშემომყოფებისგან ძალიან განსხვავებული ხართ. საახალწლო დეკორაცია კი არაჩვეულებრივი საშუალებაა საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოსაჩენად. თქვენი ნაძვის ხისთვის ზედგამოჭრილია კუბოკრული ნაჭრისგან დამზადებული სათამაშოები.
ვერძი
თქვენი ნაძვის ხე მაღალი უნდა იყოს, სასურველია ჭერსაც კი სწვდებოდეს. მასში აუცილებლად უნდა ჭარბობდეს წითელი ფერი. სასურველია დააბნიოთ პეპლები ან ბანტები.
ლომი
თქვენი შესაფერისი ნაძვის ხე აუცილებლად გაწყობილი უნდა იყოს ოქროსფერი, მასიური ლენტებით, რაც მდიდრულ ელფერს შესძენს თავად ხეს, თქვენს სასტუმრო ოთახს კი სამეფო კარის ელფერს.
სასწორი
თქვენი ნაძვის ხე აუცილებლად გაკაშკაშებული უნდა იყოს ნათურებით, რადგან თავადაც მანათობელი პერსონა ხართ!
ქალწული
თქვენი ნაძვის ხე მაქსიმალურად სადა და ბუნებრივი უნდა იყოს, რადგან ყველაფერი ზედმეტი გაგაღიზიანებთ და საახალწლო განწყობას გაგიფუჭებთ.
კურო
თქვენთვის ზედგამოჭრილია ნაძვის ხე, რომელიც ძირითადად ორ ფერში იქნება გადაწყვეტილი. მაგალითად, ოქროსფერსა და ვერცხლისფერში.
ტყუპი
თქვენ ექსტრავაგანტული ნაძვის ხე გჭირდებათ, რაღაც ისეთი, რასაც ადამიანი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ წააწყდება. ვარდისფერზე რას იტყვით?
მშვილდოსანი
თქვენი ნაძვის ხე ისეთივე მრავალფეროვანი უნდა იყოს, როგორიც თქვენ ხართ! ეცადეთ სათამაშოებიც ჩამოჰკიდოთ, წვიმებიც, ნათურებიც, თქვენი ფოტოსურათები და ყველა ის ნივთი, რომელიც კრეატიულად მიგაჩნიათ.
თევზები
ხეზე აუცილებლად დაკიდეთ ფიფქები, ზომაში შეზღუდული არ ხართ. დიდი იქნება? ძალიან კარგი. პატარა გირჩევნიათ? დაე, იყოს მცირე ზომის.
კირჩხიბი
თქვენი ნაძვის ხის კენწეროს უსათუოდ უნდა ამშვენებდეს ვარსკვლავი. თუ კენწეროში ვარსკვლავის დაბნევა თქვენს სტილში არ ჯდება, გამოიყენეთ ტოტები.
თხის რქა
ნაძვის ხე საკუთარი ხელით უნდა ააწყოთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს მათთან ერთად დროის სახალისოდ გატარებასა და დაახლოებაში დაგეხმარებათ.