ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ კუროებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ კუროებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის:

თვის ზოგადი ტენდენციები

მთელი თვე კარიერულ მიღწევებზე იქნებით ორიენტირებული. მოიმატებს ამბიციურობა. მოგინდებათ საზოგადოებაში საკუთარი თავის გამოჩენა. იმოქმედეთ, იმუშავეთ, რომ მიიღოთ კარგი შედეგი, შანსი გაქვთ და არ გაუშვათ ხელიდან. თქვენ მიაღწევთ წარმატებას იქ, სადაც სხვები ხშირად დამარცხებულან. თებერვლის ბოლოსკენ გამოგიჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, მომართული იქნებით გუნდურ მუშაობაზე. ზოგიერთმა შეიძლება ახალი იდეები მეგობრებთან ერთად განახორციელოთ.

11 თებერვლის შემდეგ ახალი მწვერვალების დაპყრობის, არსებული შედეგის გაუმჯობესების სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენი კარგი საქციელით გარშემო მყოფებში პატივისცემას, პოპულარობას დაიმსახურებთ. ზოგიერთი მიიღებთ იმ შედეგს, რასაც ბოლო 9 თვე ელოდით. დაისახეთ ახალი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მაღალ ეტაპზე გადაგიყვანთ.

27 თებერვლის შემდეგ "სიყვარული დაფრინავს" და ამას ყველაზე კარგად თქვენ იგრძნობთ. მოგინდებათ რომანტიკული თავგადასავლები. აღმაფრენა შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. გამოიჩნდებათ მეტი თავისუფალი დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ზოგიერთმა კი შეიძლება დაასრულოს რაღაც პროექტი, მიიღოთ შედეგი წარსულში დაწყებული საქმეებისგან.

კარიერა და ბიზნესი

მოგემატებათ ცნობისმოყვარეობა, ორგანიზატორული ნიჭი, გაგიჩნდებათ სურვილი, იყოთ მეტად ინფორმირებული კარიერულ საკითხებში. შეეხმიანეთ საქმიან პარტნიორებს. გამონახეთ საშუალებები (გავლენიანი ახლობლები, პროექტები), რაც დაგეხმარებათ წინსვლაში, დაწინაურებაში. ზოგიერთმა შეიძლება სტატუსი აიმაღლოთ; ზოგმა მოინდომოთ, არსებული ბიზნესის გაფართოება ან ახალი მიმართულებით განვითარება. ერთი სიტყვით, აქტიური და დინამიკური თებერვალი გელით. ერთი ადგილის ტკეპნა აღარ მოგინდებათ, მწვერვალებისკენ უნდა იმოძრაოთ. შეიძლება ახალი ცოდნაც კი მიიღოთ, რაც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ.

სიყვარული

საქმეების პარალელურად სიყვარულისთვისაც უნდა მოიცალოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე. თქვენი სიცივე და საქმიანი დამოკიდებულება სამსახურში დატოვეთ. მარტოხელებმა შეიძლება რომანი სამსახურში გააბათ. ან მეუღლე დაგეხმაროთ კარიერულ მიღწევაში. ზოგიერთს კი მოუნდება, რომ მეწყვილე მასზე სტატუსით მაღალა იდგეს, მასზე მდიდარი, წარმატებული იყოს.

ჯანმრთელობა

აქტიური ხართ, მეტად გამოავლენთ ლიდერის თვისებებსა და მებრძოლ სულისკვეთებას. განსაკუთრებით მოგინდებათ ფიზიკური აქტიურობა მათ, ვისაც მჯდომარე სამსახური გაქვთ. წელის ტკივილები რომ აიცილოთ და ზედმეტი კილოგრამებიც დაიკლოთ, კარგი იქნება, ვარჯიში, დილა-საღამოს კი ფეხით სიარული. მეტად მოუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას.

როგორი თებერვალი ექნებათ ქალწულებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ კირჩხიბებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მერწყულებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი