ცხოველები და სიამოვნებით თამაშობენ მათთან. მართალია, გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა პატარას ცხოველებთან თამაშის უფლებას ვაძლევთ, თუმცა ფსიქოლოგებიც და ასტროლოგებიც ერთხმად თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ოთხფეხა მეგობრის ყოლა და მასზე მზრუნველობა თქვენს პატარას პასუხისმგებლობის და ტოლერანტობის გრძნობას განუვითარებს, რაც სამომავლოდ აუცილებლად იმოქმედებს დადებითად მისი როგორც საზოგადოებისთვის საჭირო და სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბებაზე. პირადი კონსულტაციების დროს, არაერთ ასტროლოგს მიმართავენ მშობლები კითხვით, მაინც რა სახის ცხოველი აჯობებს შეუძინონ პატარას. საამისოდ თქვენი შვილის ზოდიაქოს ნიშანი და მისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური შტრიხებია გასათვალისწინებელი.
ასე მაგალითად, თუკი თქვენი შვილის ზოდიაქოს ნიშანია - კურო, ქალწული, კირჩხიბი, თევზები, თხის რქა ან მორიელი მისთვის სასურველია კატა შეიძინოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ პატარებს საინტერესო და ღრმა ემოციური სამყარო აქვთ. მათთვის კატა, როგორც ოთხფეხა მეგობარი საუკეთესო თანაშემწე იქნება. ისინი კარგად შეძლებენ ამ ჭკვიანი და ბრძენი ცხოველის მაგალითზე ბევრი რამ ისწავლონ და აითვისონ ცხოვრებისეულად.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, ტყუპის, სასწორის ან მერწყულის ნიშნით მოევლინა ქვეყანას, სასურველია, მისთვის ძაღლი შეიძინოთ. ზემოხსენებული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე აქტიური, ხმაურიანი და დინამიკური ბავშვები იბადებიან. ისინი გაცილებით უფრო გახსნილი არიან სოციალურად და გამოირჩევიან მაღლი ფიზიკური აქტივობით. ამიტომ ლეკვთან მეგობრობა პატარა ასაკიდან მათთვის იდეალური ვარიანტია. ზუსტად ამ ტიპის ოთხფეხა მეგობარი იქნება მათთვის სპორტულობის, მოქნილობისა და მოჭარბებული ენერგიის სწორად ხარჯვის საუკეთესო გზა.