რომელი ნიშანი ხართ იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით და რას გიმზადებთ 2019 წელი?

რომელი ნიშანი ხართ იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით და რას გიმზადებთ 2019 წელი?

ნეძუმი

თუ დაიბადეთ 2008, 1996, 1984, 1972, 1960, 1948, 1936, 1924 ან 1912 წელს, თქვენი ნიშანი ნეძუმია. იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენ ხართ ქარიზმატული, ამბიციური, სამართლიანი, ტყუილების მტერი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე. ადვილია თქვენთვის გუსლისტკენა. გეხერხებათ ადამიანების მართვა. 2019 წელი თქვენთვის დატვირთული იქნება მავალფეროვანი მოვლენებით. დაახარისხეთ პრიორიტეტული და ნაკლებმნიშვნელოვანი საქმეები. წლის ბოლოს აგინაზღაურდებათ შრომა და დახარჯული ენერგია. რთულად მიაღწევთ ფინანსურ სტაბილურობას, შესაძლებელია მოულოდნელად დიდი თანხა დაგჭირდეთ სამედიცინო მანიპულაციებისთვის.

უში

თუ დაიბადეთ 2009, 1997, 1985, 1973, 1961, 1949, 1937, 1925 ან 1913 წელს, თქვენი ნიშანია უში. თქვენ შესაშური მოთმინების უნარით დაგაჯილდოვეს ვარსკვლავებმა. უშები გამოირჩევიან თავდაჯერებულობითაც. ამ ნიშნით დაბადებულებს დატვირთული წელი ელოდებათ, მაგრამ ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ, წარმატებით დასრულდება. ბევრ უშის დაწინაურება ელოდება. ფინანსურადაც დაწინაურდებით და მოაგვარებთ ფულთან დაკავშირებულ ყველა პორბლემას. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. უშის, რომელსაც ჯერაც არ უპოვნია ნამდვილი სიყვარული, ბედთან შეხვედრა ელის.

ტორა

თუ დაიბადეთ 1998, 1986, 1974, 1962, 1950, 1938, 1926 ან 1914 წელს, თქვენი ნიშანი ტორაა. ტორა გამოირჩევა სენსიტიურობით, სიმამაცითა და ფეთქებადობით. ამ ნიშნით დაბადებულებს უჭირთ ემოციების მართვა. ხშირად მათ ეგოიზმი და ეჭვიანობა ამოძრავებთ. ტორასთვის 2019 წელი კარგად ჩაივლის. არ მოგაკლდებათ სასიცოცხლო ენერგია, გალძიერდებით ფიზიკურად და მენტალურად. ყველაფერი, რაც უწინ შეუძლებელი გეგონათ, სავსებით ხელმისაწვდომი გახდება. იაპონური ასტროლოგია გირჩევთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ჯარიმები და სხვა სახის გადასახადები, რადგან მოგვიანებით დიდ პრობლემებს შეგიქმნით. პირად სფეროში მოსალოდნელია ვნებისა და რომამნტიკის მატება.

უსაგი

თუ დაიბადეთ 1999, 1987, 1975, 1963, 1951, 1939, 1927 ან 1915 წელს, თქვენი ნიშანი უსაგია. უსაგი იღბლიანობით გამოირჩევა. მათ შორის ბევრია ვირტუოზი მუსიკოსი და ხელოვანი. ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ ხალხში ტრიალი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. 2019 წელი კარიერისტი უსაგისთვის უპრობლემოდ ჩაივლის. სამსახურში არ არის მოსალოდნელი დაძაბულობა, გაურკვევლობა ან სერიოზული კონფლიქტები. ასევე, ბიზნესმენ უსაგის შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან გაიზრდება მისი მოგება და ხელსაყრელ ალიანსს გააფორმებს. უსაგის სასიყვარულო ცხოვრებაში აღმავლობას მწარე დაცემა შეცვლის, თუმცა ეს მდგომარეობა დროებითი იქნება და პირად ცხოვრებაში მალევე გამოანათებს მზე.

ტაცუ

თუ დაიბადეთ 2000, 1988, 1976, 1964, 1952, 1940, 1928 ან 1916 წელს, ტაცუ ხართ. ამ ნიშნით დაბადებულები გარშემომყოფებს თავს ამახსოვრებენ ენერგიულობითა და პოზიტივით. მათთვის არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები. ტაცუს ყველაზე კარგად სხვების სიყვარულისა და ნდობის მოპოვება ეხერხება. 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ვარსკვლავები უფლებას გაძლევენ დატკბეთ იმით, რასაც უკვე მიაღწიეთ. შესაძლოა შეეჩეხოთ ფინანსურ კრიზისს, რომელსაც მალევე გადალახავთ თქვენი გონიერების დახმარებით. გახსოვდეთ, გეგმა ,,ა" ყოველთვის როდი ამართლებს! საჭიროა გეგმა ,,ბ" და ,,გ". 2019 წელს არ მოგიწევთ ექიმებთან კონსულტაციებზე სირბილი. იქნებით გაკაჟებული და ჯანმრთელი.

ჰები

თუ დაიბადეთ 2001, 1989, 1977, 1965, 1953, 1941, 1929 ან 1917 წელს, ჰები ხართ. ამ ნიშნით დაბადებულებისთვის დამახასიათებელია ღრმა ფიქრი, ფილოსოფიურობა, ცხოვრების არსის ძიება, ადამიანების შეცნობისკენ ლტოლვა. ჰები ნამდვილი ბრძენია, რომლის რჩევაც ყოველთვის გონივრულია. 2019 წელს ჰებისთვის სამსახური სტრესული და დამღლელი იქნება. მოერიდეთ კოლეგებთან ან უფროსთან კონფლიქტსა და პოლემიკაში შესვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სამსახური დაკარგოთ. ზოგიერთი ჰები წამოიწყებს საქმეს, მცირე ბიზესს. ამ ნიშნით დაბადებულისთვის 2019 წელი ფინანსური პრობლემების მომტანი იქნება, სამაგიეროდ სასიყვარულო ფრონტზე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

უმა

თუ დაიბადეთ 2002, 1990, 1978, 1966, 1954, 1942, 1930, 1918 ან 1906 წელს, უმა ხართ. უმას ეხერხება ფულის შოვნა და ახალ სიტუაციებში სწრაფად ადაპტაცია. ის ძალიან ნიჭიერია, სწრაფად ითვისებს ინფორმაციას, ენას და ალღოს უღებს ყველა საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებს. 2019 წელს უმას პოზიტიური ცვლილებები ელოდება კარიერაში. წინსვლაში დაგეხმარებათ კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი. გარდა ამისა, 2019 წელს აღარ მოგიწევთ ფულის ეკონომიურად ხარჯვა, თქვენთვის დგება პერიოდი, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდით - შეგიძლიათ იმოგზაუროთ, შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, ჩაიცვათ მოდურად, გააკეთოთ რემონტი და შეარჩიოთ ახალი ავტომობილი.

ჰისუჯი

თუ დაიბადეთ 2003, 1991, 1979, 1967, 1955, 1943, 1931, 1919 ან 1907 წელს, ჰისუჯი ხართ. ამ ნიშნით დაბადებულები ელეგანტურები და ინტელექტუალურები არიან. ისინი კარგად

ერკვევიან ხელოვნებასა და თეატრში. ხშირად დაინტერესებულები არიან სპირიტუალიზმითა და რელიგიით. სიცოცხლის ბოლომდე თავიანთი იდეოლოგიის ერთგულებად რჩებიან. 2019 წელს ჰისუჯის ჩააბარებენ პროექტს, რომელიც მისი კარიერის მომავალს განსაზღვრავს,  ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით  უნდა მოეკიდოს მას. გამოიჩინეთ კრეატიულობა, შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა. ენერგიას ნუ დაზოგავთ. 2019 წელს მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომელიც ბევრი ფულის დახარჯვას გაიძულებთ. ამ წელს წამოწყებული სასიყვარულო ურთიერთობა დიდი ალბათობით ქორწინებით დასრულდება.

სარუ

თუ თქვენ დაიბადეთ 2004, 1992, 1980, 1968, 1956, 1944, 1932, 1920 ან 1908 წელს, სარუ ხართ. ამ ნიშნის ქვეშ ხშირად იბადებიან გენიოსები. გამოირჩევიან გონებამახვილობითა და გამომგონებლური ნიჭით. სარუ ზედმეტად ორიგინალურია იმისთვის, რომ სხვებმა გაუგონ. 2019 წელს სარუს შესაძლებლობა მიეცემა ბოლომდე გამოავლინოს თავისი პროვილეგია და ნიჭი. ამას გარდა, გამოცდილების შედეგად დაგროვებული ინფორმაციაც გამოიყენოს. ამ ნიშნის დაბადებულებს აღარ მოუწევთ ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობა. შესაძლოა დიდი სასიყვარულო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეთ. არ გადაყვეთ სამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობა გიმტყუნებთ.

ტორი

თუ დაიბადეთ 2005, 1981, 1969, 1957, 1945, 1933, 1921 ან 1909 წელს, ტორი ხართ. ტორი ტიპური ,,შრომაჰოლიკია" ანუ თავიდან ბოლომდე სამუშაოშია გადავარდნილი. თუ არსებულ დავალებას თავს სწრაფად და წარმატებით ვერ გაართმევს, იმედი უცრუვდება და საქმისთვის თავის დანებება უნდება. 2019 წელს ტორი დაუმეგობრდება გავლენიან ადამიანებს და პოლიტიკოსებს, რაც დადებითად აისახება მის სამომავლო ბიზნესსა და კარიერაზე. ფინანსური პრობლემები, რომელიც გაწუხებდათ, მოგვარდება და ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ. დაოჯახებული ტორის ცხოვრება მშვიდი იქნება,  ხოლო მარტოხელა - ჩაერთვება სასიყვარულო ავანტიურაში.

ინუ

თუ დაიბადეთ 2006, 1982, 1970, 1958, 1946, 1934, 1922 ან 1910 წელს, ინუ ხართ. ინუ ნიშნებს შორის ყველაზე ერთგულია. მისთვის სამართალი უპირველესი ფასეულობაა. ეს ნიშანი ხელმძღვანელობს აღმატებული იდეებით. ყველაფერთან ერთად, არიან საუკეთესო მესაიდუმლეები. 2019 წელი ინუს დააჯილდოებს შრომაში გატარებული დღეებისთვის. განსაკუთრებული ორგანიზებულობა გამოიჩინეთ ამ წელს. არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატების მიღწევის განუყოფელი ნაწილი თვითრწმენაა. ბევრი ინუ იქორწინებს ან დაინიშნება.

ინოსისი

თუ დაიბადეთ 2007, 1983, 1971, 1959, 1947, 1935, 1923 ან 1911 წელს, ინოსისი ხართ. ამ ნიშნით დაბადებულები ვარსკვლავებმა შინაგანი ძალით დააჯილდოვეს. არ უყვართ  პოლემიკაში შესვლა და მიაჩნიათ, რომ კამათი დროის ფუჭად ხარჯვაა. 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში შემცირდება კონკურენცია, ამიტომ ყოველდღიური სამუშაო რუტინად გადაიქცევა. განსაკუთრებით იღბლიანი იქნებით ფინანსურ საკითხებში, მოიგებთ ფულს, გაიჩენთ შემოსავლის ახალ წყაროს. იპოვით დროს პირადი ურთიერეთობისთვის და მიხვდებით, რომ სიყვარული სწორედ ის არის, რაც ცხოვრებას ალამაზებს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"