რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ძნელადაღსაზრდელი ბავშვები?

რომელი ზოდიაქოს  ნიშნით იბადებიან ძნელადაღსაზრდელი ბავშვები?

განსაკუთრებით ძნელადაღსაზრდელი ბავშვები ძირითადად სამი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან. ესენია – ვერძი, ლომი და მორიელი. ვერძები პირველობის მოყვარულები, ამბიციურები, ხიფათიანები და მოუსვენრები არიან. ამასთან ერთად, რამდენჯერაც არ უნდა წაიტეხონ ცხვირი, მათი უმრავლესობა ვერასოდეს სწავლობს ჭკუას შეცდომებზე და მონდომებით აგრძელებს იგივეს გამეორებას.

ლომებს შედარებით მეტი დაკვირვებულობა გააჩნიათ, მაგრამ სიცელქეში თანასტიქიელ ვერძებს ღირსეულად უმშვენებენ მხარს. ამიტომ, თუ ამ ორი ეგზემპლარის ბედნიერი მფლობელი ხართ ოჯახში, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, თქვენი ქრონიკული თავის ტკივილის მიზეზები.

აი, რაც შეეხება მორიელს, იგი შედარებით მშვიდი ჩანს ურთიერთობაში და ერთი შეხედვით გაწონასწორებული, დამჯერი და სერიოზული ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. იმიტომ რომ, ზუსტად მორიელს შეუძლია მშობლები საკუთარი ხასიათის ექსტრემალური გამოვლინებით, უაპელაციო პრინციპულობითა და სიჯიუტით გააოცოს პერიოდულად. გარდა ამისა, იგი სხვადასხვა სახის ტრამვებს და ფატალურ შემთხვევებსაც მაგნიტივით იზიდავს. მოდი და ნუ გაგიჭირდება ასეთი ონავარის დედობა.

Astrologia

გაცილებით ადვილია მშობლის როლი თუკი თქვენ ღმერთმა გასაზრდელად ტყუპი, მერწყული ან სასწორი გიბოძათ. თუმცა ამ სამს შორის ყველაზე პრობლემატურად მაინც მერწყული შეიძლება ჩაითვალოს. ის, რა თქმა უნდა, ვერძისნაირი თავქარიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ ანგელოზის ღიმილით სხვადსხვა სახის მავნებლობების კეთებას ძალიან უყვარს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღეს ქვედა სართულის მეზობელი გვარიანად გამოგლანძღავთ, თქვენი აივნიდან მოულოდნელად  გადმოფრენილი აქანდაზის გამო. რაც შეეხებათ ტყუპს, მათთან პრობლემა  ძირითადად გადამეტებული ცნობისმოყვარეობა და გამუდმებით დასმული შეკითხვებია მშობლისთვის. ხოლო სასწორთან ჭირვეულობა დგას დღის წესრიგში, მაგალითად იგი არაფრით ჩაიცმევს ზოლიან სვიტერს, ისეთი ფერის შარვალთან ერთად რომელიც სვიტერის ზოლებს არ შეესაბამება.

Astrologia

შედარებით მარტივია საქმე, როცა ოჯახის პატარა წევრი, მიწის სტიქიის ნიშნით გახლავთ დაბადებული. ამიტომ კურო, ქალწული და თხის რქა ბავშვების მშობლები, ნაკლებად სტრესულ გარემოში ზრდიან საკუთარ შვილებს. ამ ბავშვებს დაბადებიდან გააჩნიათ სიდინჯე, პასუხისმგებლობის გრძნობა და სიმყუდროვის სიყვარული. ისინი გაცილებით უფრო ადვილად ემორჩილებიან დისციპლინას და პატივს სცემენ უფროსების აზრს.

დაბოლოს, ნერვების გასაკაჟებლად საუკეთესო გზაა თუკი თქვენი შვილი კირჩხიბის, თევზების ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა. ეს იმიტომ, რომ პირველი ორი ზე-ემოციური ბუნებით გამოირჩევა, მესამე კი თავგადასავლების სიყვარულით, რაც მთელი სახლის მასშტაბით განლაგებულ ავეჯზე აკრობატული ილეთების შესრულებაში გამოიხატება. თუმცა ნუ შეგეშინდებათ, მშვილდოსანს ხომ პლანეტა იუპიტერი მფარველობს – წარმატებისა და იღბლის მომტანი პლანეტა. შუბლი კოპით რომც გაილამაზოს, მის განწყობას ეს ნამდვილად არ შეეტყობა.

Astrologia

ახლა კი მოკლედ წარმოგიდგენთ ჩამონათვალს თუ კონკრეტულად რა სახის ფათერაკებისკენ არიან მიდრეკილნი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარები:

ვერძების სისუსტეა თავი, კუროების - ყელი (ანგინა და სხვა სახის დაავადებები), ტყუპს კიდურების მოტეხილობა-ღრძობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება. კირჩხიბებს საკვების მიმართ აქვთ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება – ხშირად იწამლებიან. ლომი ბავშვებისთვის ხერხემალი და გულია სუსტი წერტილი. ქალწულებს კუჭნაწლავის და ღვიძლის სისუსტე აღენიშნებათ. სასწორს თირკმელი აქვს სუსტი, მორიელს შარდსასქესო სისტემა და შარდის ბუშტი (ხშირად ცივდებიან, ემართებათ ცისტიტი, აქვთ ენურეზი). მშვილდოსანს მენჯები აქვს სუსტი, ამოვარდნილობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება. თხის რქა ბავშვებს კი ძვალსახსროვანი სისტემის გაძლიერება და დანტისტთან ხშირი ვიზიტი ესაჭიროებათ, რადგან ადვილად უფუჭდებათ კბილები. მერწყული ბავშვები კი ხშირად ნერვული სისტემის სისუსტითა და სისხლძარღვების პრობლემებით გამოირჩევიან. რაც შეეხებათ თევზებს მათი სუსტი წერტილი ფარისებრი ჯირკვალი და სახსრებია.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"