სახლების სისტემა - მეთორმეტე სახლი

სახლების სისტემა - მეთორმეტე სახლი

სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.

ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.

გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერ თემატიკაზე შექმნილი სტატიების ციკლს, ყოველთვის ასტროლოგიური ქრონოლოგიით მივყვებით, ხშირად მომისმენია წუწუნი ზოდიაქოს ბოლო ნიშნის წარმომადგენლებისგან – "ვიჩაგრებით", " ჩვენი რიგი როდის მოვაო"... ამიტომ გადავწყვიტე, სახლების სისტემის შესახებ სტატიების ციკლი, სწორედ მათი გავლენის სფეროში მყოფი მეთორმეტე სახლის აღწერით დავიწყო.

მეთორმეტე სახლი

მეთორმეტე სახლი იმ სფეროებს და ადგილებს მართავს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ე.წ. "დახურულ სივრცეს" გულისხმობს. თუმცა ამ სახლის გავლენა ვრცელდება როგორც იძულებით, ისე ნებაყოფლობითი იზოლაციის შემთხვევებზე. ამიტომ თუ ერთი ადამიანის რუკაში იგი პატიმრობის ალბათობაზე მიუთითებს, მეორეს შემთხვევაში ამ სახლების ინტენსივობა შემოქმედებით ნიჭსა და განმარტოებისკენ მიდრეკილებაზე გვაძლევს მინიშნებას. ზოგადად, ეს არის სახლი, რომელიც აუცილებლად მიანიშნებს "დახურული ტიპის" დაწესებულებებთან კავშირს – იქნება ეს ციხე, საავადმყოფო, საგამოძიებო სექტორი თუ სხვა. მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა ასევე ფსიქიური აშლილობა და ზოგადად ფსიქოლოგიური პრობლემები. მისი გავლენის არეალში შედის: წარუმატებლობა, განდევნა (იძულებითი ემიგრაციის შემთხვევები), ციხე, ფარული მტრები, შეთქმულებები, ინტრიგები და ჭორები. სუიციდის მცდელობები, მაგია, ეზოთერიკა (ზოგადად ამ სფეროებით დაინტერესებაზე მიანიშნებს ხშირად აქტიური მეთორმეტე სახლი), ამ სახლის მიხედვით ხშირად ვარაუდობენ ასტროლოგები ადამიანში ცხოველების სიყვარულს (განს. დიდი ზომის ცხოველებით დაინტერესებას) ამიტომ მეთორმეტე სახლის ინტენსივობა ხშირად კარგ კინოლოგებს ან ვეტერინარებს იძლევა. მეთორმეტე სახის გავლენის სფეროა ასევე ჰოსპიტალიზაციის თემა, დამოკიდებულება (ალკოჰოლის, ნარკოტიკის ან ადამიანების მიმართ ემოციური დამოკიდებულება), ქვრივობა, იატაკქვეშეთში მოღვაწეობა, პოეზიის ნიჭი, მეთორმეტე სახლი განასახიერებს ასევე ჩვენს პირად კოსმოგრამაში დეიდებს - ბიძებს (დედის ხაზით), გაუთვალისწინებელი რისკების ალბათობას, მათ შორის ტერორისტული აქტები, საერთაშორისო დანაშაულებები. იგი მიანიშნებს ანონიმური საქმიანობის (ჰუმანიტარული) შესახებ ადამიანის ცხოვრებაში, ალკოჰოლის ან თხევადი წამლების ბიზნესში წარმატებას და ა.შ

ამ სახლში თავს ყველაზე კარგად გრძნობს სატურნი – მკაცრი მასწავლებელი.

ეს არის მუტაბელური, ქალური ენერგეტიკის მქონე, წყლის სტიქიის სახლი.

შეესაბამება მწვანე ფერი, სხეულის ნაწილებიდან ტერფები და ხელის მტევნები.

ხშირად მეთორმეტე სახლის ინტენსივობით სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები იბადებიან. მათ მოსწონთ განმარტოება და ხშირად მარტოობა ურჩევნიათ ხალხთან კონტაქტს. პლანეტა, რომელიც ამ სახლშია განლაგებული პირად რუკაზე, ამ პლანეტის შესაბამის სფეროში შეზღუდვებზე მიუთითებს. თუმცა მეთორმეტე სახლი ასევე განიხილება როგორც გათავისუფლების სიგნიფიკატორი, როცა საქმე ეხება პატიმრის რუკას. ამ სახლის სფეროში ხვდება ასევე დაქვრივების ალბათობა ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა იგი ხშირად მიანიშნებს გაყრის სახით ადამიანის გათავისუფლებაზე სხვადასხვა სახის მძიმე ვალდებულებებისგან, რაც მას ქორწინებამ მოუტანა.

მეთორმეტე სახლი მართავს ასევე ჩვენს შინაგან ფობიებსა და შიშებს. თუმცა იგი მართავს ასევე განმარტოებით მუშაობის შემთხვეებს, მათ შორის ბიზნესს სახლიდან. ამიტომ მისი სწორად ამუშავების მეშვეობით ადამიანს აქვს შანსი ამ გზით საკმაოდ კარგ გამომუშავების წყაროს მიაგნოს.

როგორც წესი, ნებისმიერ მედალს ორი მხარე გააჩნია. ასტროლოგია კი სხვა არაფერია თუ არა ამ ორი მხარის დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის მცდელობა, ვიპოვოთ ყველაფერში პოზიტივი.  შესაბამისად, თუკი თქვენი რუკა მეთორმეტე სახლების ინტენსივობით გამოირჩევა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად გექნებათ სამართალდამცავებთან პრობლემები ან საავადმყოფოში ამოჰყოფთ თავს. მეთორმეტე სახლი უამრავ სხვა შესაძლებლობებსაც გთავაზობთ. მთავარია, თავად თქვენ როგორ გამოიყენებთ მის ნათელ მხარეს. სუსტი ჯანმრთელობა გაქვთ? ჩართეთ თქვენი მეთორმეტე სახლის ფუნქცია – იმუშავეთ მოხალისე ექთნად, სოციოლოგად, საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდით და ა.შ.  გააძლიერეთ თქვენში გულმოწყალება და სიკეთის კეთების უნარი. ამ შემთხვევაში თქვენი დატვირთული მეთორმეტე სახლი საქმის კეთებაზე ამოქმედდება და ნაკლებად მოგიტანთ პრობლემებს ცხოვრებაში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"