ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

ენერგიის მომატება უკვე აგვისტოს ბოლოდან უნდა გეგრძნოთ. ახლა მზე თქვენს ნიშანშია. არ იზარმაცოთ, მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები. საშუალება მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ გარეგნობა. სექტემბერი კარგი თვეა მატერიალური დოვლათის დასაგროვებლად, სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ეცადეთ, კარგად გაერკვეთ რეგულაციებში, ინსტრუქციებში.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

კარგად გაერკვიეთ ფინანსურ საკითხებში, შეიძლება შეცდომები აღმოაჩინოთ. დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, შეიძლება ფული თქვენი გონებრივი საქმიანობით გამოიმუშაოთ. კარგად გაერკვიეთ ახალ ვალდებულებებში და თუ საქმე მატერიალურ კეთილდღეობას არ მოგიტანთ, ნუ შეიწუხებთ თავს. სექტემბერში მოგიწევთ ახალი პარტნიორების მოძიება, საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება. საქმიანი შეხვედრების დროს დაკვირვებით განიხილეთ ფინანსური საკითხები, მოისმინეთ ოპონენტების მოსაზრებები, იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური.

ფული და სიყვარული

შეიძლება გაიჩინოთ ფარული საყვარელი ან გამოჩნდეს ძველი პარტნიორი. იყავით დაკვირვებული საკუთარი თავის მიმართ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გაგიჩნდათ გარკვეული შიშები, უნდობლობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისადმი. მარტოხელებს სურვილი გაუქრეთ ახალი ურთიერთობის დაწყების. დაქორწინებულები კი გაუცხოვდნენ ერთმანეთის მიმართ. შეიძლება მეუღლისგან ცალკეც კი მოგინდეთ შვებულების გატარება. ან შეიძლება გაიგოთ ისეთი ამბავი მეუღლეზე, რასაც დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ მალავდა. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯს და თითოეული თეთრი მომავლისთვის გადადეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოსავალი გაგეზრდებათ.

ჯანმრთელობა

სექტემბერი ის თვეა, როცა ექსტრემალურ გასართობს უნდა მოერიდოთ. გააქტიურდეთ მემკვიდრეობის მისაღებად. მოერიდეთ დამოკიდებულების დაძაბვას საეჭვო ადამიანებთან. თავისუფალ დროს გაანალიზეთ თქვენი წარსული, გაიხსენეთ ძველი შეცდომები და ეცადეთ, გამოასწოროთ ისინი.

ქალებისთვის

საინტერესო მოვლენებით დატვირთული თვე დაგიდგათ. ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. საშუალება მოგეცემათ, გავლენიანი ადამიანის რჩევითა და დახმარებით ისარგებლოთ. შეიძლება მოულოდნელი თანხა მიიღოთ, რაც სასიხარულო იქნება. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას, სტუმრების მიღებას.

მამაკაცებისთვის

ნაყოფიერი თვეა, საინტერესო შეხვედრებით, სიურპრიზებით დატვირთული. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. შეძლებთ პროფესიული ჩვევების გამომუშავებას, ახალი მოკავშირეების გაჩენას. გახსოვდეთ, რომ სექტემბერში ყურადღების ცენტრში იქნებით და მცირე შეცდომაც კი არ გეპატიებათ. ხშირად დაესწარით წვეულებებს. გაიცანით ადამიანების, რომლებიც დაგეხარებიან საქმეების მოგვარებაში. სასურველია, თავად ხშირად უმასპინძლოთ ახლობლებს შინ.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - ცხოვრება ხშირად შემოგთავაზებეთ მოულოდნელობებს და საინტერესო მოვლენებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი შვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ ეს თვე?