ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

შემოდგომის პირველი თვეში თავს ცოტა შეზღუდულად იგრძნობთ შეიძლება გამოჩნდნენ არაკეთილსმსურველები, გააქტიურდნენ კონკურენტები. იყავით დაკვირვებული, მოწესრიგებული გქონდეთ ყველაფერი, რათა არ იცით, მტერი რომელი მხრიდან გადაწყვეტს თქვენთან მოპარვას. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დეტალურად გაანალიზეთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება. ზოგიერთი შეიძლება ფსიქოლოგიით დაინტერესდეს, საიდუმლო ცოდნას დაეუფლოს. შეიძლება მეტი სურვილი გაგიჩნდეთ ლოცვისა და მედიტაციის. სულიერება კი დაგეხმარებათ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი მიიღოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

დაკვირვებით და ფრთხილად აწარმოეთ მოლაპარაკებები. ნებისმიერ სიტუაციას შეხედეთ ყველა მხრიდან, ყველას პოზიცია გაითვალისწინეთ და ეცადეთ, ისიც კი გამოიცნოთ, მოსაუბრეს ქვეტექსტი რა ჰქონდა. დიპლომატიურად იმოქმედეთ. არ გაამჟღავნოთ თქვენი სურვილები, სამომავლო გეგმები. არავის გაუმხილოთ. თუ რის გაკეთებას აპირებთ. კარგი თვეა სავაჭრო საკითხების მოსაგვარელად. ზოგიერთმა შეიძლება სამსახური შეიცვალოს. გასაუბრებებზე თავდაჯერებულად ისაუბრეთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე მხოლოდ პოზიტიური წარმოდგენა შეუქმნათ.

ფული და სიყვარული

განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი თქვენზე. გააქტიურდება შეხვედრები მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. გახშირდება პაემნები. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბათ და არც კი დაფიქრდეთ მომავალში კავშირების გაგრძელებაზე. ზოგიერთმა შეძება რომანი გააბთ ადამიანთან, ვინც თქვენს პროექტებს დააფინანსებს. ან ინტიმური ურთიერთობა დაამყაროთ მასთან, ვისაც ადრე მეგობრად მიიჩნევდით. დაქორწინებულები ერთად დაესწარით წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს. ფინანსური კრიზისი რომ არ შეგექმნათ, მოერიდეთ ძვირად ღირებული საჩუქრების შეძენას და ფულის უაზროდ ფლანგვას.

ჯანმრთელობა

სექტემბრის დასაწყისში ფიზიკურად აქტიური იქნებით. გაგიმრავალფეროვნდებათ ინტიმური ცხოვრება. თვის მეორე ნახევარში აქტიურობის და ენერგიის პლანეტა მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაგეზარებათ ვარჯიში. სხვა მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ, მთავარია, უსაფუძვლო შიშების გამო არ გაიფუჭოთ განწყობა.

ქალებისთვის

საინტერესო შეხვედრებისა და მოულოდნელი ამბების თვეა. შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, ვინც გენატრებოდათ. შეიძლება საინტერესო პროექტში მიიღოთ მონაწილეობა. იყავით მიზანმიმართული და მყარად დაიცავით საკუთარი პოზიციები. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ან სამემკვიდრეო საკითხებს ეხება. სექტემბრის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას.

მამაკაცებისთვის

საქმეებით, მოვალეობებით და ახალი ამოცანებით დატვირთული თვე დაგიდგათ. შეიძლება ჩვეულმა მეთოდებმა არ გაამართლოს და ახალი ექსპერიმენტებს მიმართეთ. სარფიანი ხელშეკრულება გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. თვის მეორე ნახევარში ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ამბებს გაიგებთ. ამ პერიოდში ხშირად შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს; მოაწყვეთ საოჯახო დღესასწაულები. გამორიცხული არაა ხშირი მგზავრობები. თუმცა, შეიძლება ისინი მეტად დამღლელი უფრო იყოს, ვიდრე სასიამოვნო.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი შვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ ეს თვე?

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, ზოგიერთი დიდი ხნის სურვილს აისრულებს"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"