აქ http://forum.astrologi.ge/viewtopic.php?f=9&t=16) , თუმცა ამის პარალელურად ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ თეთრ მთვარეს იგივე სელენასაც დავუთმობთ ყურადღებას. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ სელენას განლაგებაც შეიცვალა და იგი სასწორის ზოდიაქოს ნიშნიდან, მორიელის ზოდიაქოში გადავიდა.
სელენა ნებისმიერი ჩვენგანის პირად კოსმოგრამაში ფიგურირებს, ლილიტთან ერთად. თუმცა თუ ლილიტი წარსული ინკარნაციებიდან გადმოყოლილ ფარულ საფრთხეებზე და მავნე ჩვევებზე მიგვანიშნებს, სელენა მის საპირისპიროდ მიუთითებს იმას, თუ რა სახის ნათელი კარმა დავაგროვეთ ჩვენ წარსულ ცხოვრებაში. სწორედ ეს დადებითი გამოცდილება გვეხმარება ამჟამინდელ ინკარნაციაში სელენას სფეროებში წინსვლა რომ შევძლოთ, ხოლო ხალხი ვინც ჩვენი სელენას ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, კეთილისმყოფლად გვევლინება ხშირად.
სელენას განლაგების შესახებ თითოეულ ზოდიაქოსა ნიშანსა და სახლში, ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიების ვრცელ ციკლს, ამჯერად კი მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას გვიქადის თეთრი მთვარის ტრანზიტული კომბინაცია მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც უახლოესი ერთი წლის მანძილზე გასტანს.
სელენას განლაგება მორიელის ზოდიაქოში აძლიერებს ადამიანური ნაკლოვანებების, ფარული ზრახვებისა და ჩანაფიქრების ზედაპირზე ამოტივტივების და გაცხადების ტენდენციას. ხალხი ვისაც პირად რუკაში წყლის სტიქიის პლანეტების სიმრავლე აღენიშნება, სელენას ამგვარი ტრანზიტისას განსაკუთრებით მძაფრად დაიწყებს გარშემომყოფების ფარული აზრების აღქმა-გაშიფრვას. თუმცა სელენა მორიელში ბევრის ცხოვრებაში დააყენებს "განწმენდის გზაზე" დადგომის საკითხს. თუ ნებაყოფლობითად არა, იძულებით (გარემოებების მსვლელობის მეშვეობით) მაინც. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის მოიტანს სელენას ტრანზიტი მორიელში სულიერ ძვრებს, საკუთარ თავში ჩაღრმავების აუცილებლობას, თუნდაც ემოციური ტკივილის სახით. შესაბამისად, თუკი ტრანზიტული სელენა თქვენს პირად კოსმოგრამაში რომელიმე მთავარ პლანეტას "ჩაება" მის აქტივაციას გამოიწვევს სწორედ სულიერების კუთხით. ასე მაგალითად, ვენერას შემთხვევაში იგი მოიტანს ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენში ფასეულობების გადაფასებას ან ემოციურ ძვრებს შეუწყობს ხელს. მერკურის შემთხვევაში აქამდე დაფარულ საიდუმლოებებს ახდით ფარდას, მარსის შემთხვევაში შესაძლოა მოგიხდეთ პრინციპული ნაბიჯების გადადგმა სამართლიანობის დასაცავად და ა.შ.
ზოგადად სელენას ტრანზიტი მორიელში იძლევა უნიკალურ შანსს განვითარდეთ სულიერად. ამაღლდეთ თქვენს ნაკლოვანებებზე და გადახვიდეთ პიროვნული განვითარების გაცილებით უფრო მაღალ ეტაპზე. ეს არის სულიერი გამოღვიძების ხანა. რომლის დროსაც ლილიტის კირჩხიბში განლაგების პარალელურად (შეგახსენებთ, რომ ლილიტი ამგვარი ტრანზიტით ოჯახურ ფასეულობებს "უტევს") სელენა საშუალებას მოგცემთ, კიდევ ერთხელ გადააფასოთ და, რაც მთავარია, დააფასოთ თქვენი დამოკიდებულება ოჯახის წევრების, ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ.
სელენა მშვილდოსანში
სელენას ამგვარი მდებარეობის გავლენით, ინდივიდს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება განმანათლებლის, მენტალური წინამძღოლის ან მისიონერის ნათელი კარმა. შესაძლოა თქვენ იყავით ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი განსაცდელი და ტანჯვა გამოიარა საკუთარი იდეების, მსოფლმხედველობის სისწორის დასამტკიცებლად საზოგადოების თვალში. ეს არის იდეალისტის, უსაზღვრო რწმენის მქონე პიროვნების კარმა, რომელსაც შესწევს ძალა არასოდეს თქვს უარი საკუთარ მისწრაფებებზე (როგორც მაგ. ჯორდანო ბრუნო). გამორიცხული არ არის სელენას ამ კომბინაციის გამო, წინა ცხოვრებიდან მოგყვებოდეთ იმ ადამიანის გამოცდილება ვინც ემიგრანტის მწარე ხვედრი გამოსცადა საკუთარ თავზე. უფრო მეტიც, შესაძლოა იგი სამშობლოსგან შორს, ოჯახის წევრებისგან მოწყვეტილიც დაიღუპა. ამიტომ ცხოვრების პირველ ეტაპზე ასეთი ადამიანი, ჯილდოდ იღებს სოციუმისგან დადებით დამოკიდებულებას საკუთარი პერსონის მიმართ. იგი ხშირად არის ავტორიტეტი სამეგობროში ან სამსახურში, თანამშრომლებს შორის. თუმცა, სელენა ამგვარი მდებარეობა, ადამიანს უბლოკავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობებს. რის გამოც შესაძლოა ამ უკანასკნელს კარიერაზეც კი მოუხდეს უარის თქმა, ან მისი ცხოვრების გზას სასტიკი და დაუნდობელი კონკურენტები გადაკვეთენ, რაც საბოლოო ჯამში მაინც გამოიწვევს იმას, რომ ინდივიდი ვერ შეძლებს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს.
სელენა მშვილდოსანში პიროვნებას ავალდებულებს, იყოს მაგალითი და მიბაძვის ობიექტი გარშემო მყოფებისთვის. მას უნდა შეეძლოს საზოგადოება დადებითი იდეებით და ოპტიმიზმით დამუხტოს. მას აქვს ნიჭი გაავრცელოს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუწიოს პოპულარიზაცია ეროვნულ ტრადიციებს და ფასეულობებს. გარდა ამისა, მას სხვადასხვა ხალხთა კულტურის, ზნე-ჩვეულებების და ცხოვრების წესის გაცნობის შანსიც მიეცემა, მსოფლიოს გარშემო სასიამოვნო მოგზაურობების სახით.