განათლებასთან ერთად, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესიც აუცილებელი რამაა. თუმცა, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ჩვენი შვილი კონკრეტულ სპორტის სახეობას იწუნებს და არ გვემორჩილება? ასტროლოგები თვლიან, რომ პატარებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მმართველი პლანეტის ენერგეტიკიდან გამომდინარე უნდა შეურჩიოთ ფიზიკური დატვირთვის სახეობა. რომელიც მერწმუნეთ, თქვენს შვილს ძალიან მოეწონება.
ასე მაგალითად, ვერძი კრივით დააკავეთ, თუ გოგონაა ლათინური ცეკვებია მისწრება.
კუროს რაგბი შეურჩიეთ, გოგონას კი ტანვარჯიშის რომელიმე სახეობა.
ტყუპი ფეხბურთით დაინტერესდება. თუ გოგონაა მისთვის იდეალურია მაგიდის ჩოგბურთი.
კირჩხიბი ცურვაზე ატარეთ, გოგონასთვის კარგია აკვააერობიკა.
ლომი მკლავჭიდზე მიიყვანეთ, გოგონასთვის კი კარგი იქნება ცხენით ჯირითი.
ქალწული ჭადრაკით დაინტერესდება, გოგონას შეგიძლიათ ასწავლოთ ბატუტზე ხტომა.
სასწორისთვის ფარიკაობაა მიზანშეწონილი, გოგონას ფიგურული სრიალი მიეწონება.
მორიელისთვის კარგია ექსტრემალური სპორტი - მაგ. რბოლა, გოგონას კი შეგიძლიათ ასწავლოთ კარატე.
მშვილდოსანი საცხენოსნო სპორტით იქნება აღტაცებული. გოგონას ასწავლეთ ბაგირზე ცოცვა.
თხის რქას კალათბურთი მოეწონება, გოგონასთვის კი კარგია ფრენბურთი.
მერწყული დიანტერესდება ველორბოლით, გოგონას შესაძლოა გაუჩნდეს ინტერესი ფიგურული სრიალის მიმართ.
თევზებისთვის სასურველია წყალბურთი, გოგონას კი კარგი იქნება თუ აერობიკაზე მიიყვანთ.