რამაზ გიგაური: როგორ აისახება კოსმოსური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე აგვისტოში?

რამაზ გიგაური: როგორ აისახება კოსმოსური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე აგვისტოში?

"მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:

1 აგვისტო - ახალმთვარეობა

15 აგვისტო - სავსემთვარეობა

30 აგვისტო - ახალმთვარეობა

აგვისტოში - მოვლენები შედარებით მშვიდად განვითარდება. 4 აგვისტომდე საგრძნობი იქნება ივლისის ნეგატიური გავლენა, თუმცა მთლიანობაში "იოლი" და პოზიტიური თვე იქნება.

მიუხედავად გარეგნულად მშვიდი სიტუაციისა, აგვისტოში ემოციური ფონი მაინც დაძაბული იქნება . არ არის გამორიცხული განგაშის განცდაც. ამას გაამძაფრებს 11-12 აგვისტოს იუპიტერისა და ურანის მოძრაობის მიმართულების შეცვლა (იუპიტერი დირექტიული, ხოლო ურანი - რეტროგრადული გახდება). ეს სოციალურ ცხოვრებას გაართულებს, რადგან განსაკუთრებულად მოიმატებს საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებზე ზღვარგადასული წარმოდგენა, თავისუფლების მძაფრი განცდა და რევოლუციური განწყობა . მოსალოდნელია ნერვული დაძაბულობა, რადგან ადამიანებში ასევე მოიმატებს რაღაცის შეცვლისა და ახლის გაკეთების სურვილი, რაც იოლი არ იქნება. მოსალოდნელია "ძველის" - "ახალთან" დაჯახება და ამის გამო შექმნილი კონფლიქტი. თუმცა ეს დადებითი ტენდენციების განვითარებას ხელს არ შეუშლის.

Astrologia

15 აგვისტოს სავსემთვარეობა უფრო პოზიტიური იქნება და მისი გავლენა მოიტანს სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას პირად ცხოვრებაში .

მთლიანობაში აგვისტოს პირველი და მეორე დეკადა პოზიტიური, თუმცა არასტანდარტული იქნება. საქმიან ცხოვრებასა და ბიზნესში მოსალოდნელია ძველი პოზიციების შენარჩუნების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

15 აგვისტოდან მოვლენები კიდევ უფრო დარეგულირდება, ეს კარგი დრო იქნება აქტიური მოქმედებებისთვის და ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. ეს სასიკეთო პერიოდი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთ ახალმთვარეობას ვიხილავთ (30 აგვისტოს), თუმცა არც ეს დღე იქნება განსაკუთრებულად ნეგატიური, უბრალოდ ყურადღებას მოითხოვს 29-30 აგვისტო. ამ დღეებში არ არის რეკომენდებული რადიკალური ცვლილებები და იმპულსური რეაქციები.

Astrologia

ასტროკალენდარი

* 1 აგვისტო: ახალმთვარეობა

ასტროლოგიურად დაძაბული, თუმცა მთლიანობაში მშვიდი დღეა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. სასიკეთო იქნება ახალი ჩანაფიქრები, ახალი მიზნების ჩამოყალიბება (ასევე ივლისში დაწყებული ჩანაფიქრების გააზრება და კორექცია).

* 1 აგვისტო: მერკური დირექტიული გახდება. ეს სასიკეთო გავლენას მოახდენს ურთიერთობებთან, ინფორმაციასთან და ახალ საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ოღონდ ნუ ჩაიციკლებით წვრილმანებზე. აქცენტი მსხვილ პროექტებზე გააკეთეთ.

Astrologia

* 11 აგვისტო: იუპიტერი > დირექტიული

შესაძლებელი გახდება გრძელვადიანი პროექტების დაწყება, უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და საკუთარ თავზე დაკისრებული მოვალეობების ასრულება.

* 11 აგვისტო: მერკური > ლომის ზოდიაქოში

გაძლიერდება შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა, თავდაჯერებულობა და არტისტიზმი, რაც ხელს შეუწყობს ახალი ურთიერთობების დაწყებაში და ძველი კავშირების განახლებასა და კორექციაში. შესაძლებელი გახდება ჩანაფიქრების განხორციელება.

* 12 აგვისტო: ურანი > რეტროგრადული

გაძლიერდება ცვლილებების მძაფრი სურვილი, რაც მოსალოდნელია მივიდეს აჯანყებამდე და ძველის მსხვრევამდე. ცვლილებები ფრთხილად და წინდახედულად უნდა განხორციელდეს. მოიმატებს არაადეკვატურობა. არ არის სასურველი იმპულსურობა.

Astrologia

* 15 აგვისტო: სავსემთვარეობა

შემოქმედებითი დღეა. მოიმატებს ემოციურობა. სასიკეთო ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია პირად ცხოვრებაში და სასიყვარულო ურთიერთობებში.

* 18 აგვისტო: მარსი > ქალწულის ზოდიაქოში

მოიმატებს შრომისმოყვარეობა, აკურატულობა და სიფრთხილე. ჩანაფიქრების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება პრაგმატულობა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება დასახული მიზნების მიღწევა და არა ყველა წვრილმანის მოგვარება.

* 21 აგვისტო: ვენერა > ქალწულის ზოდიაქოში

დაქვეითდება ემოციურობა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ფორმალურობის გაძლიერება. სიყვარულში მოსალოდნელია სიფრთხილისა და თავშეკავებულობის გამოჩენა. ეს არ არის კარგი დრო რომანტიზმის გამოვლენისთვის. თუმცა სასიკეთო იქნება პირადი ცხოვრების ემოციების გარეშე და პრაგმატულად მართვისთვის.

Astrologia

* 23 აგვისტო: მზე > ქალწულის ზოდიაქოში

სიამაყე, ამბიციურობა და შემოქმედებითობა გადავა შრომისმოყვარეობაში, რეალისტურ და პრაქტიკულ მოქმედებებში. არ არის რეკომენდებული ირონია და ცინიზმი. ეს ურთიერთობებს გაართულებს.

* 29 აგვისტო: მერკური > ქალწულის ზოდიაქოში

რეკომენდებულია წარსულის ანალიზი და მომავლის დაგეგმარება, წვრილმანების და და კონკრეტული დეტალების გათვალისწინება. საქმიან ცხოვრებაში ყველაფერი პროტოკოლამდე, ინსტრუქციებამდე და წვრილმან დეტალებამდე უნდა იქნას გათვალისწინებული.

* 30 აგვისტო: ახალმთვარეობა

არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა აქტიური და ენერგიული დღე იქნება. მოსალოდნელია ბევრი მიმართულებით მოვლენების ავტომატურად განვითარება.

Astrologia

ზოდიაქოს ნიშნებისთვის აგვისტოში ზოგადად სასიკეთო დღეები:

ვერძი: 1, 5, 9, 14, 19, 24, 28

კურო: 4, 8, 12, 17, 22, 27, 31

ტყუპები: 1, 5, 9, 14, 20, 24, 28

კირჩხიბი: 4, 8, 12, 17, 21, 27, 31

ლომი: 2, 6, 10, 15, 20, 24, 28

ქალწული: 3, 7, 13, 18, 23, 27, 31

სასწორი: 2, 6, 10, 14, 19, 24, 28

მორიელი: 3, 7, 13, 18, 23, 27, 31

მშვილდოსანი: 1, 5, 10, 14, 20, 25, 29

თხის რქა: 4, 7, 11, 16, 21, 26, 29

მერწყული: 1, 6, 10, 15, 20, 25, 29

თევზები: 3, 7, 11, 16, 22, 26, 30

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"