ვერძი
ნუ იბრძვით სიტყვებით, იბრძოლეთ მოქმედებით. მიზნებს ვერ მიაღწევთ, თუ ოდესმე პირველ ნაბიჯს არ გადადგამთ. თქვენს საქმეს სხვას ნუ გადააბარებთ, თუ შედეგის მიღება ნამდვილად გსურთ. თქვენი მთავარი ამოცანა პირველ მარტს სულიერი სიმშვიდის მოპოვება და შენარჩუნებაა.
კურო
წერტილი დაესმება სურთულეებს, რომელსაც აქამდე უმკლავდებოდით. უარყოფით გამოცდილება, რომელიც მიიღეთ, სამუდამოდ თქვენთან დარჩება, როგორც მოგონება, გაკვეთილი, მაგრამ იმავე სიტუაციაში აღარასდროს აღმოჩნდებით.
ტყუპი
თუ დიდ პროექტზე მუშაობათ, ადამიანებს თქვენი დახმარების უფლება მიეცით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქედმაღლობა ან ზედმეტი თავდაჯერებულობა დაგღუპავთ, პროექტსაც ჩააფლავებთ და კოლეგებთანაც (მეგობრებთანაც) გაიფუჭებთ ურთიერთობას. დააფასეთ გარშემო მყოფთა ნიჭი და მონდომება, ერთადერთი არ ხართ, ვინც შრომობს და კომპანიას თუ რაიმე იდეას ემსახურება.
კირჩხიბი
ხვდებით, რომ გაიჭედეთ? თითქოს, წინ ვეღარ მიდიხართ. 1-ლ მარტს ელოდეთ მოვლენას, რომელიც თქვენს ძრავას ახალი ძალით აამუშავებს და საფუძველს ჩაუყრის ცხოვრებისეულ ცვლილებებს. ყველაფერი ისე ფრთხილად და დელიკატურად წარიმართება, რომ თავადაც გაოცდებით. შეიძლება ითქვას, რომ ბედისწერამ თქვენთვის მოიცალა, ამიტომ ფორტუნა გაგიღიმებთ. თუ ამ დღეს რაიმე ისე არ წარიმართა, როგორც გეგმავდით, ნურც დაღონდებით და ნურც შეშინდებით, ყველაფერი რიგზეა... ეს პატარა წარუმატებლობა დიდი წარმატების გასაღებია.
ლომი
ნამდვილად იცით საით მიდიხართ? იქნებ თავს გამორკვევის უფლება უნდა მისცეთ. გაჩუმდით და საკუთარ გულს მოუსმინეთ, ის გესაუბრებათ, მაგრამ ხმას ვერ გაწვდენთ. ასევე, დაფიქრება გმართებთ ურთიერთობებთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ დაკარგეთ ყველაზე ერთგული მეგობარი, რომელიც არასდროს გაკრტიკებდათ, ყოველთვის გეხმარებოდათ და უსიამოვნო სიმართლესაც კი პირში მოგახლიდათ. მიხვდით ვისზეა საუბარი?
ქალწული
1-ლ მარტი საშუალებას მოგცემთ რომ მხოლოდ იმ საქმეში დახარჯოთ ენერგია, რომელიც შედეგს და შემოსავალს მოიტანს. საერთო მიზანი გაგაერთიანებთ ადამიანთან, რომელიც სტატუსობრივად თქვენზე მაღლდა დგას. გამოავლინეთ თქვენი ხასიათი, ძალა და ცოდნა. ნურავის მისცემთ უფლებას თქვენი იდეები მიითვისოს. თქვენ შესახებ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს კრეატიული არ ხართ - მაშინ, როცა რეალურად შეგიძლიათ ძალიან შემოქმედებითად მიუდგეთ საკითხს.
სასწორი
რა გსურთ ყველაზე მეტად? სიყვარული? ფული? პოპულარულობა? რაც უნდა გინდოდეთ, 1-ლ მარტს ყველაფერს მიიღებთ, მთავარია, დილა სიკეთის თესვით დაიწყოთ. ბედნიერება, რომლითაც ვარსკვლავები დაგაჯილდოებენ, სხვებსაც გაუზიარეთ.
მორიელი
ან თავად აღმოჩნდებით ხათაბალაში, ან მოგიწევთ თქვენი ახლობელი დაიხსნათ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ იყო კარგი, საკმარისი არ არის, ამიტომ საუკეთესო უნდა გახდეთ. მორიელები, რომლებიც ავად იყვნენ, გამოჯანმრთელდებიან ან უკეთესად იგრძნობენ თავს.
მშვილდოსანი
თქვენი ტარო სიზმრების ახდენას მოასწავებს. შესაძლოა აგეხილოთ თვალი და დაინახოთ სიმართლე, რომელსაც გიმალავდნენ, ან ხედვა სრულიად შეგეცვალოთ. დიდი ალბათობით თქვენს ცხოვრებაში შემოიჭრება ადამიანი, რომელიც თქვენი მუზა ან სულიერი წინამძღოლი გახდება. ეს პიროვნება უკვე შემდგარია და თქვენი დახმარება რეალურად შეუძლია.
თხის რქა
ემოციებით გადაღლილი ხართ. სიმშვიდე გჭირდებათ. შესაძლოა შეიტყოთ სასიამოვნო ინფორმაცია ოჯახის წევრისგან. შეეხმიანეთ მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის გეხმარებიან, მაგრამ ნუ შეაწუხებთ თხოვნით. უბრალოდ, მოიკითხეთ, დაანახვეთ, რომ მათთან მხოლოდ სარგებლისთვის არ მეგობრობთ.
მერწყული
სიტუაცია, რომელიც განწყობას გიფუჭებთ, უსასულოდ გაიწელა. 1-ლ მარტსაც მოგიწევთ პრობლემებს დაუპირისპირდეთ. ადამიანი, რომელიც მუდამ გეპაექრებათ, ეცდება ნერვები მოგიშალოთ. იმოქმედეთ ცივი გონებით, არ აჰყვეთ ემოციებს. შესაძლოა ორმა მეგობარმა შუღლისას მოსამართლედ აგირჩიონ. ერთიც და მეორეც თქვენგან გვერდშიდგომას ელოდება, ამიტომ მტყუან-მართალს ნუ დაუწებთ ძებნას, შეარიგეთ ისინი.
თევზები
რას ნიშნავს თქვენთვის "სახლი?" ადგილია, სადაც ცხოვრობთ? თუ საყვარელი ადამიანების ერთობაა? 1-ლ მარტს იგრძნობთ, რომ ყველაზე დაცულად და ბედნიერად სწორედ სახლში გრძნობთ თავს. კარგი დღეა ინტელექტუალური განვითარებისა და შოპინგისთვის. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორს.