ტაროს კარტით მკითხაობა: რას გიმზადებთ 2020 წელი?

ტაროს კარტით მკითხაობა: რას გიმზადებთ 2020 წელი?

ვერძი

ახალი წლის პირველ კვირას მშვიდად გაატარებთ. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორს, საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნის ბედნიერებას ოფისში ჯდომას ნუ ამჯობინებთ. თუ არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, მაშინ შანსი საზაფხულო სეზონის მეორე ნახევარში მოგეცემათ. სიყვარულისა და კარიერისთვის შესანიშნავი დროა სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით მარტის, აგვისტოსა და ნოემბრის თვეში.

კურო

გაზაფხულზე თქვენი ამაღლებული განწყობა გარშემო მყოფებს ბევრ სასიამოვნო მომენტს ჰპირდება. მაგრამ ზედმეტად ნუ ამოიჩემებთ უფროსს, ცოლის დაქალს, ქმრის მეგობარს და ქუჩაში გამვლელებს ნუ აუხსნით სიყვარულს. წლის ბოლოს სასიხარულო მოვლენები გელით. ფინანსების დასტაბილურებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის საუკეთესო პერიოდია კვირიდან ხუთშაბათამდე დღეები იანვარში, ივლისსა და დეკემბერში.

ტყუპი

ვარსკვლავები წარმატებებს გიქადიან, მაგრამ ცხოვრებისგან სრულყოფილი სიამოვნება რომ მიიღოთ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოთ. უფროსის ნდობა და პატივისცემა რომ დაიმსახუროთ, სამსახურშიც მოგიწევთ გარჯა. თუ ამას მოახერხებთ აპრილში სასიამოვნო სიურპრიზი გარანტირებული გაქვთ. ხელსაყრელი პერიოდია პარასკევიდან კვირამდე დღეები მარტში, ივნისსა და სექტემბერში.

კირჩხიბი

ფიქრი იმაზე, თუ ახალი წლის რომელი შეხვედრისგან უნდა ელოდოთ კარგ შედეგს, მთელი წელი არ მოგასვენებთ. ეს სრულფასოვნად მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. თუმცა ნოემბერში ბევრ ძველ მეგობარს შეხვდებით. წარმატებული დღეებია სამშაბათიდან ხუთშაბათამდე მაისში, აგვისტოსა და ოქტომბერში.

ლომი

პოზიციების განმტკიცების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის წელი გელით. მარტისა და დეკემბრის თვეებში არ ღირს მცირე კამათი მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებად აქციოთ. სიყვარულისა და კარიერის საკითხებში იყავით მეტად წინდახედულები და გამოიჩინეთ გონიერება. წარმატება თქვენი თანამგზავრი იქნება სამშაბათიდან პარასკევამდე მაისში, სექტემბერსა და ნოემბერში.

ქალწული

დამდეგ წელს მოგიწევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ახლო ადამიანების მიმართ. დაუთმეთ დედას ან ცოლს, თუ მას საყვარელი სერიალის ყურება სურს - ამას გირჩევენ ვარსკვლავები. ოდესღაც თქვენც დაგჭირდებათ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც უყვარხართ. ხელსაყრელი პერიოდი იქნება ორშაბათიდან ოთხშაბათამდე აგვისტოსა და ოქტომბერში.

სასწორი

წლის დასაწყისი დაძაბულად მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. წლის შუა და ბოლო ნაწილი კი გართობით სიამოვნების მიღებისთვის საუკეთესო პერიოდი იქნება. ყველაფერს მსუბუქად და იუმორით მიუდექით და ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა თქვენთვის უმნიშვნელო გახდება. იდეალური იქნება სამშაბათი-შაბათი შუალედი ივლისში, სექტემბერსა და დეკემბერში.

მორიელი

აპრილსა და მაისში ყველა თქვენს ქმედებას შორსმავალი შედეგები მოჰყვება - ეს არ დაივიწყოთ! უმჯობესია დაკავდეთ იოგით ან წაიკითხოთ საინტერესო წიგნები. არ გამოტოვოთ ხელსაყრელი დღეები ოთხშაბათიდან შაბათამდე აგვისტოში, ოქტომბერსა და ნოემბერში.

მშვილდოსანი

იანვარში თქვენი ენერგია შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმართეთ - შედეგი არ დააყოვნებს. გამოიჩინეთ სითამამე, ახალ საქმეებს შეეჭიდეთ, თამამად გამოიჩინეთ ინიციატივა. დღესასწაულზე კი მეგობრებთან ერთად ხმაურიანი წვეულების დაგეგმვა არ დაგავიწყდეთ. ვარსკვლავები განსაკუთრებით გწყალობთ ოთხშაბათიდან პარასკევამდე მარტში, ივლისსა და სექტემბერში.

თხის რქა

ბევრი ელის თქვენგან დახმარებასა და მხარდაჭერას, გაამართლეთ მათი იმედები მაისში. რაც შეეხება ფინანსებს, წლის ბოლოს ამ საკითხში შესაძლოა გაგიჭირდეთ. წარმატებული დღეები იქნება ორშაბათიდან პარასკევამდე ნოემბერსა და დეკემბერში.

მერწყული

აპრილში წარმატებები გელით, როგორც საქმიანობაში, ისე სიყვარულში. თქვენს ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანთ ან უარს იტყვით ძველ მიჯაჭვულობაზე, ახლის სასარგებლოდ. არჩევანზე კარგად დაფიქრდით ოთხშაბათიდან კვირამდე სექტემბერში. ხელსაყრელი მოვლენებით იქნება დატვირთული მთელი ოქტომბერი.

თევზები

მაისსა და ივლისში სიყვარულსა და ბავშვებთან ურთიერთობაში სრული ჰარმონია გექნებათ. თუ ჯერ შვილები არ გყავთ, დამდეგი წელიწადი შესანიშნავი მიზეზია ოჯახში მატებისთვის. გარშემო მყოფები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილები იქნებიან, გაგახარებენ სიტყვიერად და ქმედებებით. წამოწყებებისთვის თქვენთვის იდეალური დროა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე თებერვალში, ნოემბერსა და დეკემბერში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"