ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი თვე ექნებათ თევზებს

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი თვე ექნებათ თევზებს

დაძლიეთ შიში და დაიწყეთ აქტიური მოქმედება. საქმეები გექნებათ უამრავი, დრო - ცოტა და მაქსიმალურად მიზნამიმართულად უნდა იმოქმედოთ. სასურველია, დროც სწორად გადაანაწილოთ, რომ არ მოცდეთ წვრილმანებზე. გამონახეთ დრო თვითანალიზისთვის. განსაკუთრებით, თუ შიშები გაწუხებთ. დახმარებისთვის შეგიძლიათ მეგობრებსაც მიმართოთ.

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, უმიზეზოდ. მოერიდეთ სტრესს, ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. უბრალოდ, მიჰყევით დინებას. ადამიანმა, რომელმაც ადრე გაწყენინათ, შეიძლება ბოდიში მოგიხადოთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თებერვალში პირადი ურთიერთობის მოსაწყობად საკმარისი დრო გექნებათ. მართალია, საქმეებიც საკმარისად გექნებათ, მაგრამ რომანისთვისაც მოიცლით. თქვენი სიმპათიის ობიექტი შეიძლება თქვენივე თანამშრომელი გახდეს. ჯერ მის ნიჭსა და შრომისუნარიანობას შეაფასებთ, მერე კი მასში დადებით პირად თვისებებსაც აღმოაჩენთ. თვალსაც ვერ დაახამხამებთ, რომ საქმიანი დამოკიდებულება სასიყვარულოში გადაიზრდება. თუმცა, შანსი, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებაში გადაიზრდება ნაკლებია, უფრო მეტად, კავშირი ვნებიანი რომანით შემოიფარგლება.

ქალ თევზებს მატერიალური პრობლემების მოგვარებაში მამაკაცები დაგეხმარებიან. განსაკუთრებით, თუ თქვენი მეწყვილე თხის რქა ან მორიელია. ამ უკანასკნელთან სიფრთხილე გმართებთ, ის ტყუილს არ გაპატიებთ.

მათ, ვინც დიდი ხანია მეწყვილე ჰყავს, მეტი მზრუნველობა მართებს საყვარელი ადამიანის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში განშორება გარდაუვალი იქნება. დააფასეთ მეუღლის გრძნობები. მეტად დაინტერესდით მისი საქმეებით; გააფრთხილეთ, თუ სამსახურიდან შინ მისვლა შეგაგვიანდებათ.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

საქმეები და ვალდებულებები მოგემატებათ. მკაცრი დედლაინის რეჟიმში მოგიწევთ შრომა. საბედნიეროდ, ენთუზიაზმითაც აღსავსე ხართ და ენერგიითაც. ამასთანავე, მეტად უნდა გამოავლინოთ პუნქტუალურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 5-წუთიანი დაგვიანებაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.

საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით, წარმატებით დაასრულებთ პროექტს, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. გამოგიჩნდებიან ახალი დამკვეთებიც. თუ პირადი საქმის დაწყებას აპირებთ, მეტი დრო დაუთმეთ რეკლამას. თუ სამსახურში ლიდერის თვისებებს გამოავლენთ, კოლეგების პატივისცემს დაიმსახურებთ. იყავით დაკვირვებული ხელშეკრულებების გაფორმებისას, მოლაპარაკებისას. თქვენი მოსაზრება და ვარაუდები ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული. იყავით მეტად მიზნამიმართული და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. უსიამოვნებებთან შეჯახებისას ნუ ჩამოყრით ყურებს. მაქსიმალურად მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურაში გაბმას. ზოგიერთმა თვის ბოლოს, შეიძლება ლატარიაში მოიგოს.

თებერვალში, თევზების უმეტესობას, შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოუნდება. ზოგიერთს კი - საკუთარ თავთან განმარტოება. ეცადეთ, მთელი თვის განმავლობაში "ენას კბილი დააჭიროთ", რათა არ წამოგცდეთ ზედმეტი. არავინ "დაგრუზოთ" თქვენი ფილოსოფიური თეორიებით.

თვის ბოლოს მშვიდად შეხვდით კრიტიკას და ნუ ეცდებით, ოპონენტს მუშტებით გაუმკლავდეთ. მაქსიმალურად მოთოკეთ აგრესია. მცირე შელაპარაკებამაც კი შეიძლება დიდი უსიამოვნება მოგიტანოთ.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

ხშირად უნდა ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს, ვის გვერდითაც თავს მშვიდად გრძნობთ. თუ სადმე წასვლას ვერ ახერხებთ, შინ უყურეთ კომედიური ჟანრის ფილმებს, გასართობ გადაცემებს.

ეცადეთ, დრო და ენერგია სწორად გადაანაწილოთ. თუ დასვენების შანსი გამოგიჩნდებათ, ხელიდან არ გაუშვათ. ებრძოლეთ სიზარმაცეს, მაგრამ გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

თვის ბოლოსთვის დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, დიაგნოსტიკური პროცედურები. ნუ გაირთულებთ სიტუაციას და ნუ ეცდებით თვითმკურნალობას კვალიფიციური ექიმის რჩევებით იხელმძღვანელეთ.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 9, 19, 20.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის - "რომანტიკული თავგადასავალი კარდინალურად შეგცვლით"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "უამრავ ადამიანს გაიცნობთ, შინ ჯდომას უნდა გადაეჩვიოთ..."

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის - "მთების გადადგმის საშუალება მოგეცემათ"