თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუჩნდება ახალი შემოსავლის წყარო, ვინ აღმოჩნდება რთულ სიტუაციაში და ვინ გამდიდრდება

თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუჩნდება ახალი შემოსავლის წყარო, ვინ აღმოჩნდება რთულ სიტუაციაში და ვინ გამდიდრდება

ვერძი

კარიერაში დიდი ნახტომი გელით, ან მოგეცემათ სოლიდური თანხის შოვნის საშუალება. შანსს ნუ გაუშვებთ ხელიდან. დარწმუნდით, რომ შემოსავალი  გონივრულად დააბანდებთ და არ გაფლანგავთ. წინასწარ შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. არსებობს საშიშროება, რომ ფულის მიღება იმდენად გაგახარებთ, თავზე კონტროლს დაკარგავთ და სწრაფადვე დახარჯავთ.
Astrologia

კურო

თუ თქვენ დაქორწინებული კურო ხართ, ან დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ პარტნიორთან, გილოცავთ. თქვენს მეორე ნახევარს  თებერვალში ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდება, რაც ორივე თქვენგანზე დადებითად აისახება. წვრილ-წვრილი პრობლემები, რომელიც ძალიან გთრგუნავდათ, ამ თანხის დახმარებით მოგვარდება. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს შემოსავალს, გაგიჩნდებათ გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ - არა დიდი. ელოდეთ ფინანსურად სტაბილურ თებერვალს, თუმცა მოდუნება მაინც არ ღირს.

Astrologia

ტყუპი

ტყუპი, რომელსაც ბანკისგან ან მიკროსაფინანსოსგან სესხი აქვს აღებული, მის დაფარვას შეძლებს. ნუ იჩქარებთ ძვირფასი ნივთების გაყიდვას. ამ ნიშნით დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს ბიზნესპარტნიორთან უთანხმოება მოუვა, ან სერიოზულად გაესაუბრება, რადგან საბუთებში ფინანსურ ხარვეზს, გაბნეულ თანხას აღმოაჩენს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, რომლებსაც სასამართლოში ფინანსური დავა აქვთ, მიიღებენ პასუხს (შედგეს), რაც  მათ ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს.

Astrologia

კირჩხიბი

თებერვალი ფინანსურად არასტაბილური იქნება თქვენთვის. ერთი მხრივ, დიდი თანხის გაღება მოგიწევთ გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად, მეორე მხრივ, თვის შუა რიცხვებში მიიღებთ ფულად დანამატს ადრე გაწეული შრომისთვის ან გაიჩენთ შემოსავლის ახალ წყაროს. შესაძლოა ჰობი აქციოთ საქმედ. ზოგიერთი კირჩხიბი წამოიწყებს მცირე ბიზნესს ან დაარსებს ორგანიზაციას. კირჩხიბებო, თამამად მოითხოვეთ თანხა, რომელიც გეკუთვნით, მაგრამ ჯერ არ მიგიღიათ.

Astrologia

ლომი

ზოგიერთი ლომი თებერვალში მიხვდება, რომ ხელმომჭირნეობის დრო დადგა. არ შეიძლება თანხა ასე დაუდევრად ხარჯოს. ამ თვეში ლომი პრიორიტეტებს გადაანაწილებს და რაციონულად განკარგავს, რაც მომავალში მის ბიუჯეტზე დადებითად აისახება. ბევრი ლომი ანაბარს გახსნის და თანხის დაგროვებას დაიწყებს ბიზნესისთვის, სწავლისთვის ან სამგზაუროდ. ლომები, რომლებსაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ჯერჯერობით ვერ შეძლებენ ვალების გასტუმრებას, სამაგიეროდ, ახალი ფინანსური ვალდებულებების კისრებაც არ მოუწევთ.

Astrologia

ქალწული

თვის დასაწყისში შესაძლოა გაგიჭირდეთ და ახლობლების ფინანსური დახმარება დაგჭირდეთ, მაგრამ ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ, თვის ბოლოს  სიტუაცია საგრძნობლად შეიცვლება. ზოგიერთი ქალწული წამოიწყებს საკონდიტრო საქმეს სახლში, ან დაკავდება კრაფტის შექმნა-გაყიდვით. სწორედ ეს აღმოჩნდება გამოსავალი. მხატვარ ან დიზაინერ ქალწულებს საინტერესო პროექტში  მონაწილეობას შესთავაზებენ, რაც ფინანსურ ნამატსაც გპირდებათ.

Astrologia

სასწორი

გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, ფინანსური ჩავარდნის თავიდან ასაშორებლად, ამიტომ რაიმეს შეძენამდე, მოგზაურობის დაგეგმვამდე  ან ფულის ხარჯვამდე, კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. მწერალ და ჟურნალისტ სასწორებს შესაძლოა ჩაერიცხოთ ჰონორარი, რომელსაც არ ელოდნენ. პედაგოგი სასწორები აიყვანენ ახალ მოსწავლეს, რომელთან მუშაობაც ცოტათი დააფრთხობს მათ. ეჭვს ნუ შეიტანთ საკუთარ პროფესიონალიზმში.

Astrologia

მორიელი

თებერვალში ვა-ბანკზე წასვლა მოგიწევთ, თვით ვარსკვლავებიც კი ვერ გირჩევენ გარისკოთ თუ არა. ზოგიერთი მორიელის თვალწინ უამრავი  შესაძლებლობა  გადაიშლება. როგორც იქნა, თქვენს "სივის" ყურადღებას მიაქცევენ. ასარჩევად გექნებათ საქმე. ნუ შეეჭიდებით ისეთ ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც უკან დახევს თქვენს ბიუჯეტს, მარტო იმიტომ რომ სხვას ასიამოვნოთ.

Astrologia

მშვილდოსანი

თებერვალში პროფესიული თვალსაზრისით საინტერესო სიახლეებს ელოდეთ. ფინანსები გამოიყენეთ გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად. ზოგიერთი მშვილდოსანი აქციებს იყიდის, სხვებს გაუჩნდებათ სტარტაპის დაარსების სურვილი. ის მშვილდოსნები, რომლებიც ბოლო დროს ორ ცეცხლს შუა გაიჭედნენ, ფინანსურ გამოსავალს იპოვიან თავიანთი გონებამახვილობის დამსახურებით. სამსახურში დაგაფასებენ და თქვენს შრომას აღნიშნავენ.
Astrologia

თხის რქა

თუ მშობელი თხის რქა ხართ, მოამზადეთ ფული შვილის განათლებისთვის. ამ ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი მიხვდება, რომ  რემონტის დროა. ბევრი თხის რქა დაწინაურებას ელოდება, მაგრამ დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ თებერვალზე. თუმცა, გახსოვდეთ, თუ  რაღაც დღეს არ ხდება, არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს მოხდება. შესაძლოა თანხა დაგჭირდეთ წამლებისთვის, მაგრამ არა იმდენი, რომ  ნერვიულობად ღირდეს.

Astrologia

მერწყული

თუ აქამდე ოჯახის წევრები ფინანსურად თქვენზე იყვნენ დამოკიდებულები და ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა გიწევდათ,  თებერვალში ამოსუნთქვას შეძლებთ. თანხას საკუთარ თავზეც კი დახარჯავთ.

Astrologia

თევზები

თებერვალში მიიღებთ საქმიან შემოთავაზებას. მასზე უარის თქმა არ ღირს. მოსალოდნელია ფინანსური ზრდა, მაგრამ მისი დახმარებით ძირფესვიანი  საკითხების შეცვლას ვერ შეძლებთ. სამაგიეროდ, სტაბილურობის განცდა დაგეუფლებათ და უკეთესად იგრძნობთ თავს. მიუბრუნდით ჰობს, რომელსაც ხელი ჰკარით, რადგან არცთუ ისე შორ მომავალში თქვენი ერთ-ერთი ფინანსური  წყარო  გახდება.

Astrologia

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"