თქვენი შეფის ზოდიაქო - მორიელი

თქვენი შეფის ზოდიაქო - მორიელი

დიახ დიახ, ამგვარი ან დაახლოებით ამგვარი გახლავთ ე.წ "კორპორატიული ფილოსოფია", რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა მორიელი-უფროსი ემორჩილება. ღრიანკალს შესანიშნავი ინტუიცია და ადამიანების გამჭოლ ხედვის უნარი გააჩნია. ამიტომ, თუ რაიმე გაქვთ დასამალი, მას ვერაფერს გამოაპარებთ. სამაგიეროდ, ძნელბედობის ჟამს, მორიელი, ნებისმიერ სხვა უფროსზე მეტად გაგიგებთ და დაგეხმარებათ. საერთოდაც, მორიელი უფროსისთვის ნებისმიერი თანამშრომლის განწყობა ძალზე მნიშვნელოვანი რამაა, რადგან მშვენივრად უწყის, რომ პირადი პრობლემები ხელქვეითის მუშაობის ხარისხზე აისახება პირდაპირპროპორციულად.

მორიელი თანამშრომლებს გულდასმით არჩევს. ამასთან, პირად სიმპათიასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ, თუ არ მოსწონხართ, ოსტატურად მოახერხებს სამუშაო ადგილის მიტოვება ნებაყოფლობით გაიძულოთ. შესაძლოა ეს ადამიანი, გრაფ დრაკულას ან სხვა რომელიმე ცნობილ მონსტრს გარეგნულად არაფრით წააგავდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მას შესანიშნავად შეუძლია დაგიმორჩილოთ და უსაზღვრო სიმპათიით განგაწყოთ საკუთარი პიროვნების მიმართ. თუმცა, უფროსის მისამართით, აშკარა და ხშირი კომპლიმენტების თქმას ნამდვილად არ გირჩევთ. მორიელი ბუნებით უსაზღვროდ ეჭვიანია და შესაძლოა ეს ყველაფერი, მლიქვნელობაშიც კი ჩამოგართვათ. ასევე, არასოდეს გაბედოთ საზოგადოების წინაშე თქვენი ბოსის იმიჯის დაჩრდილვა საკუთარი, თუნდაც დამსახურებული, პროფესიული მიღწევებით. ამგვარი საქციელი შესაძლოა, არათუ სამუშაო ადგილის, ჯანმრთელობის დაკარგვის ფასადაც კი დაგიჯდეთ. სამაგიეროდ, ღრიანკალ უფროსთან ლოიალური და კეთილმოსურნე დამოკიდებულება მრავალწლიან, ნაყოფიერ და სტაბილურ თანამშრომლობას გპირდებათ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"