თქვენი შეფის ზოდიაქო – თევზები

თქვენი შეფის ზოდიაქო – თევზები

თევზების უმრავლესობა სიტყვაძუნწი ხალხია. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ თანაგრძნობის ან იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ. პირიქით, თქვენს უფროსს, ხუმრობაც შესანიშნავად ეხერხება და თქვენ წარმოიდგინეთ, ბოროტი სარკაზმიც. თუმცა, რაკიღა, თევზებს შორის ძირითადად ნაკლებ ამბიციური და დამყოლი ხასიათის ადამიანები ჭარბობენ, გამოკვეთილი ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულ თევზს იშვიათად ვხვდებით. ხოლო, თუ მაინც იკავებენ ისინი მაღალ თანამდებობას, საკუთარი ძალაუფლებით ბოროტად არასოდეს სარგებლობენ.

თევზ უფროსთან მუშობისას გაითვალისწინეთ, რომ სავარაუდოდ იგი თქვენს მიერ შემოთავაზებულ, ნებისმიერ ახალ პრიექტს დაუჭერს მხარს, მაგრამ ამ პროექტის წარმატებით დასრულება, მხოლოდ თქვენსავე პრინციპულობასა და შემართებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ საქმეს უფროსის ანაბარა მიატოვებთ, ნუ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, რომ თევზს მისი გაკეთება დაეზაროს ან უბრალოდ გადაავიწყდეს. სხვა საქმეა თუკი თქვენი წამოწყება რაიმე სახის, სახელოვნებო ღონისძიების ჩატარებას ეხება და იგი სერიოზულ გათვლა-გაანგარიშებებს ან ფინანსურ ოპერაციებს უკავშირდება. ამ შემთხვევაში თევზი უფროსი გაცილებით მეტი ინტერესითა და პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს.

თევზებს საოცარი გარდასახვის ნიჭი გააჩნიათ. ამიტომ, თუკი ვინმესთან ურთიერთობაში რაიმე არ აკმაყოფილებთ, ძალა შესწევთ ოსტატურად აარიდონ თავი ამ ადამიანთან რთულ და დამღლელ ახსნა განმარტებებს. ამიტომ, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მისთვის თქვენი წინადადება მისაღები უნდა ყოფილიყო, რადგან ხმა არ ამოუღია (ნუ დაგავიწყდებათ, ჩუმად ყოფნა თევზის ბუნებრივი მდგომარეობაა) და ჩათვალოთ, რომ ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე დღეში კი აღმოაჩინოთ, რომ მან უბრალოდ გადაიფიქრა ან სულაც ხანგრძლივ მივლინებაში გაემგზავრა.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"