თქვენი შეფის ზოდიაქო - ტყუპი

თქვენი შეფის ზოდიაქო - ტყუპი

თუმცა, ტიპური ტყუპი, ალბათ იქ დიდხანს მჯდომი ვერანაირად გაძლებს. ამიტომ ურიგო არ იქნება, სავარძელი მბრუნავი მაინც იყოს. ტყუპ უფროსთან მუშაობისას, მოწყენილობასა და მონოტონურობაზე ვერასოდეს დაიჩივლებთ. იგი გაიძულებთ ადგილი შეუცვალოთ ნივთებს, ავეჯს. შემოიღებს ჯარიმებისა და წახალისებების ახალ სისტემას. მოკლედ, უსაქმოდ ნამდვილად არ გაგაჩერებთ. ამასთან, მის მახვილ თვალს ვერანაირ შეცდომას ვერ გამოაპარებთ. შესაძლოა, ხანდახან ისიც კი იფიქროთ, რომ თქვენს უფროსს, არათუ ზედმეტი ორი წყვილი თვალი და ყური, ხელ-ფეხიც კი აბია.

სხვანაირად აბა როგორ უნდა ახსნათ, რანაირად ახერხებს იგი ერთდროულად, რამდენიმე ადგილას ყოფნას? ტყუპი ბუნებით ინდივიდუალისტია, ამიტომ იშვიათად უწევს ანგარიშს სხვის აზრს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ არ მოგისმენთ. მოსმენით მოგისმენთ, მაგრამ თქვენს იდეებს, სავარაუდოდ ორ წამში დაივიწყებს. ნუ გეწყინებათ და ნურასოდეს ეცდებით მისი გულის აჩუყებას ცრემლებით. ამით ალბათ უფრო უარყოფით შედეგს მიაღწევთ. თქვენი უფროსი, დისკუსიების ოსტატია. კამათის დროს იმდენ არგუმენტებს მოგაყრით, რომ მოწინააღმდეგიდან, მოკავშირის პოზიციაზე გადაგიყვანთ. მართალია, ტყუპს, როგორც წესი გესლიანი, მახვილი ენა აქვს და საკმაოდ ემოციური ნატურაა (მშვიდი ტყუპი ბუნებაში არ არსებობს!), მაგრამ მისი შურისძიების ნურასოდეს შეგეშინდებათ. ამ ადამიანს ცხოვრებაში, ერთდროულად იმდენი რამ აინტერესებს, რომ საეჭვოა, უარყოფითი ემოციებისთვის საათზე მეტი მოიცალოს. ტყუპი უფროსი საერთოდ, იშვიათად ჩერდება დიდი ხნით საქმიანობის ერთ კონკრეტულ სფეროზე. როგორც კი, ამა თუ იმ საქმეში, რაიმე განსაზღვრულ წარმატებას მიაღწევს, ახალი მწვერვალების დასაპყრობად იწყებს მზადებას. ამიტომ, თუ მასავით სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების უნარი გაქვთ და იქეთ-აქეთ ხეტიალიც არ გეზარებათ, ტყუპი სწორედ რომ ზედგამოჭრილი უფროსია თქვენთვის.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"