თავად უფროსს კი, ხანდახან საკუთარ კაბინეტში არათუ ვახშმობა, წვერის გაპარსვაც კი უწევს. ამასთან, იგი ძალიან განიცდის, როცა იძულებულია ოჯახისთვის განკუთვნილი დრო, სამსახურს მოახმაროს.
ოჯახის მცნება ნებისმიერი თხის რქისთვის წმინდათა წმინდაა. მართალია, თქვენი თხის რქა უფროსი საკმაოდ მკაცრი ხელმძღვანელია, მაგრამ უსამართლოდ არავის დაჩაგრავს. თანამშრომლებს დავალებას, მბრძანებლური ტონით ან ყვირილით არასოდეს აძლევს და თუ ხელქვეითის დაუდევრობამ ძალიან არ გააღიზიანა, ხმას არ აუწევს. თხის რქა უფროსი ქებაში ძალზე თავშეკავებულია. სამაგიეროდ, გულგრილი არასოდეს რჩება ხელქვეითთა პრობლემებისადმი და მათ შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეხმარება.
საერთოდ, თხის რქისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, ტიტულებისა და ცნობილი ავტორიტეტებისადმი სიყვარული იმაში გამოსჭვივის, რომ იგი განსაკუთებულ პატივს, მხოლოდ თავისზე უკეთესი წარმომავლობის ან განათლების მქონე ადამიანებს სცემს.
თხის რქა უფროსი, ბუნებით ძალზე მორიდებულია და როცა ვინმე მისი ღირსებების აღნიშვნას ცდილობს, შესაძლოა, სირცხვილისაგან სახე პატარა ბავშვივით აუჭარხლდეს. მისი პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად დიდია, რომ ხშირად სამსახურის გამო, ჭამა და დასვენებაც კი ავიწყდება. თხის რქა უფროსი დროს ფუჭად არასოდეს კარგავს და ამის უფლებას არც ხელქვეითებს აძლევს. არ უყვარს, როცა ქალი თანამშრომლები, ზედმეტად მკვეთრ კოსმეტიკას ან სუნამოს ხმარობენ, მამაკაცებში კი წვეროსნები და თავისუფლად ჩაცმულები ეჯავრება.
თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გინდათ, იყავით თავშეკავებული, მოწესრიგებული, პუნქტუალური და რაც ყველაზე მთავარია, სხვების თანდასწრებით უფროსს სახელით არასდროს მიმართოთ! სამაგიეროდ, შეგიძლიათ მასთან თამამად ისაუბროთ შინაურებზე და ოჯახის წევრებზე, იგი ამას დადებითად შეაფასებს.