ან უბრალოდ და ძალდაუტანებლად, ცოტაოდენი ფულის გამომუშავება გაქვთ განზრახული, ვერძი უფროსად არ გამოგადგებათ. იგი ვერ იტანს, როცა ვინმე უნიათოდ და ენთუზიაზმის გარეშე მუშაობს. თავად სამსახურში თავს არ ზოგავს და ხელქვეითებისაგანაც ამასვე მოითხოვს.
ვერძს ყველაფერში სისწრაფე უყვარს, ამიტომ თუ სამსახურში მიგიღოთ, არც დაწინაურებას დაახანებს, არც საყვედურის გამოცხადებას. სამაგიეროდ, თქვენი უფროსი საათზე იშვიათად იყურება, ბუნებით შემოქმედია და მისთვის გასაგებია, რომ შთაგონება, ზუსტად დილის ცხრა საათზე არ მოდის და საღამოს ექვს საათზე არ მიდის. ამიტომ შესაძლოა, თქვენგან დროის გრაფიკის ზუსტი დაცვა არ მოითხოვოს, მაგრამ დასვენების დღეს მუშაობაზე უარს ვერ ეტყვით. სამაგიეროდ, თუ დეიდის დაკრძალვაზე წასასვლელად დაეთხოვებით, ამ დროს კი ფეხბურთის მატჩზე მიდიხართ, შეგიძლიათ ვერძ-უფროსს სამსახურის გაცდენის რეალური მიზეზი უთხრათ და ის აუცილებლად გაგიგებთ.
ვერძი უფროსები საკმაოდ გულუხვები არიან და თანამშრომლებისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთება, როგორც წესი არასოდეს ავიწყდებათ. მართალია ვერძს მლიქვნელობა ძალიან აღიზიანებს, მაგრამ თუ დელიკატურად აგრძნობინებთ, რომ პატივს სცემთ და მის პროფესიონალიზმსაც ჯეროვნად აფასებთ, ურიგო არ იქნება. ბუნებით სწრაფ და ენერგიულ ვერძს, დოდნდლო, აპათიური ხალხი არ უყვარს. ამიტომ იგი, არასოდეს დაინტერესდება იმით, რატომ წამოხვედით ძველი სამსახურიდან, დასკვნების გამოტანას საკუთარი დაკვირვების შედეგად ამჯობინებს.
თქვენი წარსული ვერძს არ აღელვებს, სხვათა შორის არც – თავისი. მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, ვერძი სიკეთეს უფრო დაგინახავთ და დაგიფასებთ, ვიდრე ნებისმიერი, სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხელმძღვანელი. ამიტომ, თუ მისი ენერგიულობითა და გამბედაობით გულწრფელად აღფრთოვანება შეგიძლიათ, თუ შეცდომებს ტაქტიანად აარიდებთ თავს და ვერძი უფროსის გეგმებში, სიჩქარისას გამორჩენილ დეტალებს, ზუსტად შეასწორებთ, ოფისში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, მაღალხელფასიანი თანამშრომელი იქნებით და შესაძლოა მთელი ცხოვრება ერთად იმუშაოთ.