გამორიცხულია ვეგეტარიანელი არ გახდეთ. არსებობს მრავალი გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორი საიმისოდ, რომ ადამიანს გარკვეული ასაკიდან ან პერიოდიდან, რატომღაც სურვილი დაეკარგოს ცხოველური საკვების მიღების. ბრიტანელ ასტროლოგთა ჯგუფმა, რომელიც ასტროლოგიისა და კვებითი მიდრეკილებების კავშირს იკვლევს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩაატარა იმის გასაგებად, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ჭარბობენ ვეგეტარიანელები და ვინ ირჩევს ზოგადად, კვების მხრივ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
ჩემპიონი გამოკითხულ რესპოდენტებს შორის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანი აღმოჩნდა 97%
ქალწულებს ზოგადად, კვებისა და ჰიგიენის საკითხში ბადალი არ ჰყავთ მოწესრიგებულობის კუთხით. თუმცა, ვეგეტარიანული მიდრეკილებები მათში ხშირად ზუსტად რომ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღის მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, ქალწულისთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვის მიერ მომზადებულ საკვებს მიირთმევს. შესაბამისად, იშვიათი არ არის ის ფაქტიც, რომ ქალწულები მხოლოდ თავიანთი ხელით მომზადებულ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას.
კიდევ ერთი დომინანტი ნიშანი ჯანსაღი კვების საკითხში როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სასწორია 88% . როგორც გამოკითხვამ ცხადყო, სასწორები ზოგადად არ არიან მიდრეკილნი მარიალიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებისკენ. მათ უმრავლესობას მოსწონს ტკბილეული, ჩირეული და ხილი. შესაბამისად, ვეგეტარიანული კვების რეჟიმიც სასვებით შესაძლებელია მათთვის ამ მხრივაც იყოს მისაღები.
დაბოლოს, სიაში მოხვდნენ მერწყულები 76% - როგორც გაირკვა, მერწყულებს შორის ვეგეტარიანული მიდრეკილებების უმთავრესი მიზეზი არც მეტი არც ნაკლები, ჩაგრული ცხოველების მიმართ სოლიდარობაა. შესაბამისად, ძალიან ბევრი მერწყული ხორცის ჭამაზე უარს, გლობალური მოსაზრებით აცხადებს და არა კონკრეტული, ინდივიდუალური მიდრეკილებების გამო.
წყარო: newslist.com