ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა კუროში

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა კუროში

მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე – ცნობიერი, მთვარე – ქვეცნობიერი, მერკური – აზროვნება და ა.შ.) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით, თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით. როცა საქმე სიყვარულს ეხება...

ვენერა კუროს ზოდიაქოში

ვენერას ამგვარი მდებარეობა, ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ადამიანი, რომელსაც ვენერა კუროს ზოდიაქოში აქვს განლაგებული სიყვარულში ძალიან ერთგული, სტაბილური ადამიანია. მას უყვარს კომფორტი, ფუფუნების ნივთები, ლამაზი გარემო, გემრიელი საკვები და ზოგადად სილამაზე. კარგად ერკვევა მატერიალურ ფასეულობებში, აქვს შესანიშნავი გემოვნება ჩაცმა-დახურვის და თავის მოვლის საკითხში.

მართალია, ვენერა კუროში საკმაოდ მგრძნობიარე ვენერაა, მაგრამ იგი ამ გრძნობებს ერთობ პასიურად და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ავლენს პარტნიორის მიმართ. მისთვის უცხოა ქარიშხალივით მოვარდნილი ემოციები და "რომეო და ჯულიეტასებური" აჟიტირება შეყვარებულობის პერიოდში. ადამიანს ვენერას ამ მდებარეობით, დრო სჭირდება საიმისოდ, რომ პარტნიორთან მიმართებაში ბოლომდე გაიხსნას. სამაგიეროდ, თუ იგი საკუთარი მეორე ნახევრის სანდოობაში დარწმუნებულია, დღითი დღე გააოცებს საყვარელ ადამიანს საკუთარი დადებითი თვისებებით.

ვენერას ამ მდებარეობის მქონე ინდივიდებს, როგორც წესი კარგი გარეგნობა და საკმარისი შარმი გააჩნიათ საპირისპირო სქესის მოსახიბლად, მათთვის ასევე დამახასიათებელია ხმის მელოდიური, სასიამოვნო ტემბრი, საუბრის აუჩქარებელი მანერა და მშვიდი საქციელი. ვენერას კუროს ზოდიაქოში ძალიან მოსწონს კომფორტის შექმნა საკუთარი თავის გარშემო. ამიტომ ამ ხალხს შორის ბევრი გვხვდება ისეთი ვინც სიამოვნებით ფუსფუსებს სამზარეულოში, გულმოდგინედ არჩევს სახლში ინტერიერის დიზაინს ან დაკავებულია მცენარეების მოვლით. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ კუროს მმართველი პლანეტა ვენერაა, ამიტომ ვენერას კუროს ზოდიაქოში სიმბოლურად "საკუთარ სახლში" იმყოფება. შესაბამისად, ადამიანებს ვენერას მზგავსი განლაგებით, როგორც წესი ყოველთვის გააჩნიათ მიდრეკილება სახელოვნებო სფეროსკენ. ისინი კარგად ხატავენ, მღერიან ან ერკვევიან მოდის სფეროში. თუმცა, კუროს გავლენით მათში არის გარკვეული ტრადიციულობა და სიახლისადმი ფრთხილი დამოკიდებულება.

ვენერით კურო ღრმად ემოციური ნატურაა. თუმცა, თუ იგი პარტნიორის მხრიდან რყევას და ყოყმანს გრძნობს, ეჭვიანი და პრეტენზიული ხდება. თუკი ვენერას დაზიანება აღენიშნება ან ძირითად კოსმოგრამაში არსებობს რთული ასპექტები, ასეთი ადამიანი უაპელაციოდ ჯიუტი შეიძლება იყოს საპირისპირო სქესთან მიმართებაში, რის გამოც იგი გვიან იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. კუროსთვის დამახასიათებელი გურმანული თვისებების გამო, ვენერით კუროს ზოგჯერ აწუხებს წონის პრობლემები. გარდა ამისა, ბავშვობაში, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლაც იწვევს მათში გარკვეულ გართულებებს ნივთიერებათა ცვლის კუთხით. რისი მიზეზიც ემოციური ფონია.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"