შევასუსტებთ მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე – ცნობიერი, მთვარე – ქვეცნობიერი, მერკური – აზროვნება და ა.შ.) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით, თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით. როცა საქმე სიყვარულს ეხება...
ვენერა ტყუპის ზოდიაქოში
ვენერას ამგვარი მდებარეობით დაბადებული ადამიანი ბუნებით ხელგაშლილი, მეგობრული, კომუნიკაბელური და გამოუსწორებლად ოპტიმისტია. თუმაც მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს საკუთარი თავისუფლება, შესაბამისად თუ ვინმე მის დამოუკიდებლობას დაემუქრა იგი უპრობლემოდ "ჩააჩოჩებს" მას თავისი ცხოვრებიდან. ვენერით ტყუპს ინტელექტუალური პარტნიორები იზიდავს. თუმცა ამასთან ერთად, მასში იუმორის გრძნობაც უნდა იყოს დიდი დოზით და ხეტიალის სიყვარულიც. ვენერით ტყუპი რომანტიული, პოეტური და მუსიკალური ადამიანია. მისი ხასიათისთვის დამახასიათებელია დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ამ ტენდენციას იგი პირად ცხოვრებაშიც ააქტიურებს. ამიტომ არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ვენერას ამგვარი მდებარეობის მქონე ხალხი ნაადრევად და აბსოლუტურად დაუფიქრებლად იღებს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. თუკი ადამიანის პირად ჰოროსკოპში ვენერას ამგვარ განლაგებასთან ერთად, პლანეტების რაოდენობა ფიქსირებულ ნიშანში ცოტაა მაშინ ასეთი პიროვნება აუტანლად უპასუხისმგებლო და ზედაპირული იქნება ურთიერთობისას. შესაძლოა ცხოვრების მანძილზე რამდენიმე პარტნიორი შეიცვალოს; უფრო მეტიც, პარალელურად გააჩაღოს მხურვალე რომანები სინდისის ქენჯნის გარეშე. ვენერით ტყუპს უყვარს ოჯახური თავყრილობები, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც თავის, ისე პარტნიორის სანათესაოსთან, მოსწონს მათთან სტუმრად სიარული ან პირიქით გამასპინძლება. თუმცა ემოციებს იგი, უფრო მენტალური კუთხით გამოხატავს ვიდრე გრძნობების სახით. ვენერით ტყუპი ბუნებით მაძიებელი და მოხეტიალეა, ამიტომ სიამოვნებით იღებს ცხოვრებისგან სიურპრიზებს. ცდილობს გამოსცადოს ყოველგვარი ექსტრიმი, რასაც სიცოცხლე სთავაზობს.