. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.
ტყუპი და ფული
ტყუპი ფინანსურ დოვლათს, როგორც წესი სხვადასხვა პარალელური საქმიანობიდან აგროვებენ. ტყუპს რამდენიმე საქმის ერთად კეთება უყვართ, აქედან გამომდინარე მათ ან რამდენიმე პროფესია უნდა გააჩნდეთ, ან ერთი საქმე მრავალმხრივი განშტოებით (მაგალითად ჟურნალისტიკა, კვლევითი საქმიანობა). ფულს მალე შოულობენ და უფრო მალე ხარჯავენ. თუმცა დაგროვებასაც ახერხებენ, თუ თანხა კონკრეტული მიზნისთვის ესაჭიროებათ.
ფულთან დამოკიდებულება: უშუალო და ნაკლებად დიპლომატიური. მოკლევადიანი კონტრაქტი ურჩევნიათ, ხანგრძლივ კორპორატიულ კარიერას. არ შეუძლიათ გრაფიკის მიხედვით მუშაობა, თუმცა არც ხელფასის მოლოდინი აქვთ ზუსტად გრაფიკის მიხედვით.
ფინანსური კედო: ”ადვილად, სწრაფად და ხალისიანად”
ფულისთვის მზადაა: იშრომოს გონებრივად. არ ეზარება სამსახურის საქმეების გამო მუდმივ გადაადგილებაში ყოფნა და სახვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა. მთავარია არ მოიწყინოს.