გააჩნია. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.
ქალწული და ფული
ქალწული - ზოდიაქოს ყველაზე ფულისმშოვნელ-გამომმუშავებელი ნიშანი. დაბადებიდან ახასიათებს ეკონომიურობა, კარგი ფინანსური ალღო და ანალიტიკური აზროვნების უნარი. შეუძლია წლების მანძილზე იმუშაოს მუყაითად საიმისოდ, რომ საკუთარი შემოსავალი არა ორჯერ ან სამჯერ, მაქსიმუმ ათჯერ მაინც გაზარდოს.
ფულთან დამოკიდებულება: გამომდინარე იქიდან, რომ ქალწული ზოდიაქოს მეექვსე სახლს განაგებს (სამსახური, პროფესიული რეალიზაციის გზები), ქალწულებს როგორც წესი ყოველთვის ნათლად აქვთ გააზრებული თუ როგორ, რა გზით და რა ვადებში უნდა გამოიმუშაონ სასურველი კაპიტალი. აქედან გამომდინარე, მათი უმრავლესობა ძვირფას დროს ფუჭად არასოდეს ხარჯავს. ამ ადამიანებმა ყოველთვის ზუსტად იციან, საკუთარი შრომის საფასური და იშვიათად თანხმდებიან მის არაადეკვატურ ანაზღაურებას.
ფინანსური კრედო : "ზღვა კოვზით დაილევა"
ფულისთვის მზადაა: იმუშაოს გონებრივად ხანგრძლივი დროის მანძილზე (ქალწულების უმეტესობა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით და ამტანობით არ გამოირჩევა). შეასრულოს ყველაზე მომაბეზრებელი და რუტინული სამუშაო. ნაბიჯ-ნაბიჯ გაზარდოს საკუთარი ფინანსური შემოსავალი.