გააჩნია. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.
სასწორი და ფული
ხშირად საკუთარი გარეგნული მონაცემების ან არტისტული შესაძლებლობების ხარჯზე მდიდრდება. თუ ბუნებამ არც ერთი უბოძა და არც მეორე (რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა) აუცილებლად შეძლებს ფულის გამომუშავებას პარტნიორული ურთიერთობების გზით, იქნება ეს იურისტის პროფესია თუ გარიგებით ქორწინება. სასწორი ყოველთვის მონახავს გზას საიმისოდ, რომ საკუთარი არსებობა, მატერიალურად უზრუნველყოს პარტნიორის დახმარებით.
ფულთან დამოკიდებულება: სასწორების უმრავლესობა ფიზიკური შრომის წინააღმდეგია. მათი მთავარი "კოზირი" კაპიტალის დაგროვების საკითხში, გარეგნული მონაცემები, დიპლომატიის უნარი და კომუნიკაბელურობაა. ამიტომ ეს ხალხი არცთუ იშვიათად ახერხებს სოლიდური შემოსავლის დაგროვებას, რომელიმე სახელოვნებო დარგში მოღვაწეობის გზით. თუმცა სასწორისთვის მომგებიანი შეიძლება ასევე, ნებისმიერი საქმე გახდეს სადაც უშუალოდ პარტნიორობის მომენტი და საზოგადოებასთან კომუნიკაციაა აუცილებელი.
ფინანსური კრედო : "ფორტუნა ჭირვეული ქალბატონია. იგი მახინჯსაც და ლამაზსაც ერთნაირად უღიმის"
ფულისთვის მზადაა: დაქორწინდეს ადამიანზე რომლის მთავარი ღირსებაც, ბევრი ფულის გამომუშავებაა. შეუძლია სამსახურში, საწყის ეტაპზე მუყაითად იმუშაოს, მაგრამ როგორც კი სიტუაციას შეისწავლის, აუცილებლად ეცდება "შავი სამუშაო" სხვებს განუმეორებელი, მომხიბვლელი ღიმილით გადააბაროს.