შესაძლებლობები გააჩნია. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.
მორიელი და ფული
მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, დიდი ქონების დაგროვება არცთუ რთული საქმეა. მთავარია, მათ ეს ნამდვილად მოინდომონ. ხასიათში გამოკვეთილი რადიკალიზმის გამო, მორიელთა უმრავლესობას გააჩნია უნარი ცხოვრებაში ყველაფერიც იყოს და არაფერიც. აქედან გამომდინარე, ის თუ რა გზას აირჩევს ფინანსური წინსვლის თვალსაზრისით, მთლიანად მორიელზეა დამოკიდებული.
ფულთან დამოკიდებულება: მორიელი ბუნებით ფრთხილი და წინდახედულია. გარდა ამისა, მას აქვს შესანიშნავი ინტუიცია, რაც გამომუშავებული ფულის სწორად ინვესტირებაში ეხმარება ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს. თუმცა ისევ და ისევ ზემოხსენებული რადიკალიზმია ხშირად იმის მიზეზი, რომ ბევრი მორიელი დგება ფინანსური კრახის ან სამართლებრივი დევნის ობიექტი, საეჭვო გარიგებებსა და ავანტურებში მონაწილეობის გამო.
ფინანსური კრედო: "ცხოვრებაში, ყველას თავისი მეთოდი აქვს თავის გასტანად".
ფულისთვის მზადაა: იმუშაოს მუყაითად, მაშინაც კი თუ სამუშაო მისთვის სიცოცხლის საფრთხესთანაა დაკავშირებული. ითანამშრომლოს საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან და მონაწილეობა მიიღოს ავანტიურისტულ გარიგებებში. გარისკოს დიდი ფულის ჩადება საქმეში, იმ იმედით, რომ ათჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს, წარმატება კი ამ დროს, მხოლოდ იღბალს მიანდოს.