გააჩნია. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.
თხის რქა და ფული
ზოდიაქოს ე.წ. "მუშა კლასის" წარმომადგენელს, ცხოვრებაში ფინანსურ წარმატებაზე მეტად ბრწყინვალე კარიერის გაკეთება და საყოველთაო აღიარება სწყურია. თუმცა კარიერისტული მისწრაფებები, სულაც არ უშლის ხელს თხის რქას იმაში, რომ თანამდებობრივ ზრდასთან ერთად, სახელფასო განაკვეთის გაორმაგებასაც მიაღწიოს. თხის რქამ კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, აქედან გამომდინარე, არასოდეს თანხმდება საეჭვო პროექტებში მონაწილოებაზე. მისთვის მიზანი ნათელი, გასაგები და რაც მთავარია, მისაღები უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წვრილმანებზე არასოდეს მოცდება.
ფულთან დამოკიდებულება: მართალია, თხის რქას ძუნწი არ ჰქვია, მაგრამ უზომოდ ხელგაშლილსაც ვერავინ დაარქმევს. რაციონალიზმი და წინდახედულება, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დაბადებიდან გააჩნიათ, თხის რქის ხასიათში შესანიშნავი ბიზნესმენის ალღოს ავითარებს. თუმცა საიმისოდ, რომ მან ფინანსურ წარმატებას მიაღწიოს, აუცილებლად უნდა დაძლიოს საკუთარ თავში, თანდაყოლილი შიში წარუმატებლობის მიმართ და პესიმიზმი, რომელიც პერიოდულად დარევს ხოლმე ხელს.
ფინანსური კრედო: "ფული თავისუფლებაა, ეკონომია ცხოვრების სტილი".
ფულისთვის მზადაა: გამოავლინოს აქამდე მისთვისაც სრულიად შეუმჩნეველი ათასგვარი ნიჭი და ფარული ტალანტი. დაუმტკიცოს მთელ ქვეყანას და მათ შორის საკუთარ თავსაც, რომ იდეალური და უნაკლოა. თავი გადადოს სიბერეში მდიდრული ცხოვრებისა და სრული მარტოობისთვის.