ზოდიაქოს ნიშნები და ფული - როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსებთან მერწყულს

ზოდიაქოს ნიშნები და ფული - როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსებთან  მერწყულს

მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.

მერწყული  და ფული

ფინანსურ საქმეებს, მერწყულისების უმრავლესობა, როგორც წესი, ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო აგებს, ვიდრე ლოგიკის დახმარებით. მმართველი პლანეტა ურანის რევოლუციურ-ნოვატორული გავლენის გამო, მერწყულთა უმრავლესობა ხშირად საკუთარ ბიზნესს მომავლის ტექნოლოგიების განვითარებაზე დამყარებით აწყობს და ფულს ხშირად ბევრისთვის სრულიად უტოპიურ პროექტებშიც კი აბანდებს. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირად ჩანდეს, ეს პროექტები იძლევიან კიდეც წლების შემდეგ კოლოსალურ შემოსავალს მათთვის.

ფულთან დამოკიდებულება: მერწყულს ფული იმდენად აინტერესებს რამდენადაც სჭირდება. როგორც წესი, ეს ადამიანები ქრონიკული დამგროვებლური სინდრომით არასოდეს გამოირჩევიან. თუმცა, არც ზარმაცი და სხვის ხარჯზე მცხოვრები ხალხის მიმართ იჩენენ დიდ გულმოწყალებას. მერწყულისთვის ფული, პიროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ატრიბუტია, აქედან გამომდინარე იგი სწორედ ამ მოსაზრებით გამოიმუშავებს მას.

ფინანსური კრედო: "ისწავლე მინიმუმი, გამოავლინე მაქსიმუმი".

ფულისთვის მზადაა: როგორც წესი, არცთუ მაინცდამაინც ზრუნავს იმაზე, რომ კაპიტალი დააგროვოს. თუმცა, შეუძლია დათანხმდეს მუშაობას დიდი ფულის გამო, როცა ეს ფული მის ახლობლებს ან სამეგობროს სჭირდება. გააჩნია უამრავი კრეატიული იდეა, რომლის რეალიზებასაც სამომავლოდ გეგმავს. თუმცა, თუ ხელი მოჰკიდა მათ განხორციელებას, როგორც წესი კოლოსალურ წარმატებას აღწევს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"