ზოდიაქოს ნიშნები და ფული - როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსებთან თევზებს

ზოდიაქოს ნიშნები და ფული - როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსებთან  თევზებს

. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.

თევზები  და ფული

გონებაგაფანტული და ზედმეტად მეოცნებე თევზები იშვიათად ახერხებენ ცხოვრებაში ფინანსური კუთხით განსაკუთრებული წარმატების მიღწევას. თუმცა, მათი ნიჭი ადამიანთა ფისქოლოგიის პერიპეტიებში ინტუიციურად გაერკვნენ და ამ უკანასკნელთა მხრიდან გულახდილობა გამოიწვიონ, ხშირად ხდება ბევრი თევზისთვის მედიცინის ან ფსიქოლოგიის დარგში მოღვაწეობით, ფულის შოვნის საფუძველი.

ფულთან დამოკიდებულება: თევზები ძუნწთა და ხელმომჭირნეთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნებიან, თუმცა ხშირად მათ სურვილი უფრო აქვთ ვინმეს დახმარების და არა რეალური რესურსი. მუშაობას როგორც წესი თევზები თავს არ არიდებენ, თუმცა, თუკი მათი შრომის პროცესს მკაცრი დედლაინებით არ აკონტროლებს ვინმე, შეიძლება პერიოდულად სიზარმაცემაც დარიოთ ხელი და რაღაც პერიოდი, სამუშაო კომპიუტერის ნაცვლად არყის ბოთლს დაუმეგობრდნენ.

ფინანსური კრედო: "ადამიანური ურთიერთობები ფულზე არ იყიდება"

ფულის გამო მზადაა : იმუშაოს შემოქმედებითად. მთლად უკეთესი თუ გრაფიკი თავისუფალი იქნება. ასევე შეუძლია თავს ძალა დაატანოს და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა აიძულოს, თუკი მის ამ ქმედებას ახლობლების მხრიდან მადლიერება მოჰყვება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"