ზოდიაქოს ნიშნები და ფული - როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსებთან ვერძს

ზოდიაქოს ნიშნები და  ფული - როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსებთან ვერძს

ნიჭი და შესაძლებლობები გააჩნია. მათ შორის განსხვავებულად ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები ფინანსების გამომუშავებას. ანალოგიურად სხვადასხვაა მათი დამოკიდებულება თავად ფინანსებთან მიმართებაში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ფინანსური წარმატების კუთხით ვიმსჯელოთ, სხვადასხვა კოსმოგრამულ ასპექტებთან ერთად, პირველ რიგში მზის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაა აუცილებელი.

ვერძი და ფული

ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი აქვთ უთავბოლოდ ხარჯონ ან ერთიორად გააორმაგონ საკუთარი კაპიტალი. ცნობილი გამოთქმა: "ფულს, ფული მოაქვს" სავარაუდოდ ვერძებისთვისაა მოგონილი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ასტროლოგები ურჩევენ, ერთ თვეს რომ ვალების გასტუმრებას მორჩებიან, მეორე თვე იგივე თანხის ვალად გასაცემად გამოიყენონ.

ფულთან დამოკიდებულება - ვერძისთვის ფული სასურველი მიზნების მიღწევისა და მაქსიმალური პიროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების ატრიბუტია და არა ფუფუნების საშუალება. ამიტომ ეს ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რომ თავს უდარდელად ცხოვრების უფლება მისცენ.

ფინანსური კრედო : "ბედნიერება ფულში კი არა, მისგან მონიჭებულ დამოუკიდებლობაშია"

ფულისთვის მზადაა: თავით გადაეშვას საეჭვო ფინანსურ მაქინაციებსა და ავანტურებში. ცოტა ხნით მოახერხოს ეკონომიის გაწევა და საკუთარი თავისთვის უარის თქმა ათასგვარი გამოუსადეგარი ხარახურის შეძენაზე. ძალიან მოკლედ დროით დაივიწყოს ამბიციები და კარიერული სწრაფვა.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"