ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ნამდვილი სიყვარულის უნარი აქვს

ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ნამდვილი სიყვარულის უნარი აქვს

ალბათ არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე მამაკაცი, რომელიც ქალში სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად ერთგულების უნარს არ აყენებს პირველ ადგილზე. თუმცა, როგორც ძლიერი, ისე სუსტი სქესის წარმომადგენლებში არსებობენ პოლიგამიისკენ და პირიქით, მონოგამიისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერს გააჩნია საკუთარი ახსნა და ხედვა იმისა, თუ რას ნიშნავს მისთვის ერთგულების ცნება. მაინც რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს მიიჩნევენ ასტროლოგები ყველაზე ერთგულებად სიყვარულში?

მორიელი - მისი ხასიათის უმთავრესი თვისება მაქსიმალიზმია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, თუ რატომ არ აქვს ქალ მორიელს ხასიათში ოქროს შუალედის დაცვის უნარი. მას ან სიგიჟემდე უყვარს მამაკაცი, ან პირიქით – დასანახავად ეჯავრება. სამაგიეროდ, თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელმა იმდენი შეძლო, რომ ამ ქალს თავი ჭეშმარიტად შეაყვარა (რაც, მერწმუნეთ ერთობ რთული საკითხია), მორიელი მის სიყვარულს მაშინაც კი უერთგულებს, თუ ეს უკანასკნელი ცოცხალი აღარ იქნება. მაქსიმალიზმი, რომელიც ამ ქალის ხასიათში მძლავრობს, აძლევს მას იმის საშუალებას, რომ მიუხედავად უზომო სექსუალურობისა და მხურვალე ტემპერამენტისა, ერთი კაცის ერთგული იყოს წლების მანძილზე თუ ეს ადამიანი მთელი გულით უყვარს.

თხის რქა - ერთი შეხედვით ცივი, ძალზე პრაგმატული და მერკანტილური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაღაც დოზით დიახ, ალბათ ასეა. მაგრამ გრძნობების საკითხში თხის რქას ბადალი არ ჰყავს, როცა საქმე პარტნიორის ერთგულებასა და მხარდაჭერას ეხება. ეს ის ქალია, რომელსაც ჭეშმარიტად შესწევს ძალა ქმრისთვის ძნელბედობის ჟამს ერთდროულად იყოს ცოლიც, მეგობარიც, მხარდამჭერიც და თანამოაზრეც. მას შეუძლია ვაჟკაცურად გაუმკლავდეს ნებისმიერ განსაცდელს, თუკი იცის, რომ ეს მის პარტნიორს და ოჯახს სჭირდება. ქალი თხის რქის ერთგულება ოჯახისა და მეუღლის მიმართ ფაქტობრივად წრეგადასული და უსაზღვროა. ძალზე ხშირად მას ეს საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზეც უწევს, მაგრამ ამ მხრივ იგი არასოდეს დაიწუწუნებს.

ვერძი - ერთი შეხედვით ძალზე ცვალებადი, იმპულსური და არამდგრადი მოჩანს. მაგრამ, როცა საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება, მას არაერთ ქალზე მეტი თავგანწირვისა და სიმამაცის უნარი აქვს. ქალი ვერძი ზედმეტად გულმართალი ინდივიდია საიმისოდ, რომ ერთდროულად ორ ან სამ მამაკაცს გაუბას ფლირტი ან სასიყვარულო ურთიერთობა. მას ტყუილი არ უყვარს, არც ეხერხება დიდად. შესაბამისად, თუკი ვინმე შეუყვარდა, გარშემო სხვა მამაკაცები მარტოოდენ "ანტურაჟის" ფუნქციას ასრულებენ მისთვის. ამ ქალის ყველაზე დიდი ღირსება არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია კაცს იმედი მისცეს, მომავლის რწმენა გაუღვივოს და რეალურად დააჯეროს იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაც დამეთანხმებით შეუფასებელი რამაა ბევრი მამაკაცის შემთხვევაში. ქალი, რომელიც სტიმულს აძლევს მამაკაცს, ხშირად ხდება მისთვის განუყრელი თილისმა. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ვერძი ქალები არაერთ პოლიტიკოსს უმშვენებენ გვერდს.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ექნებათ ზოდიაქოს ამ ნიშნებს

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ზოგიერთმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანი გააბას"