სტაჟიანი დედ-მამა ხშირად ვარდება საგონებელში, მაინც როგორ უნდა მიუდგეს საკუთარ ნაშიერს საიმისოდ, რომ მისგან მომავალში საამაყო და კარგი პიროვნება გაიზარდოს. ყველაფერში კი თქვენი შვილის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა დაგეხმარებათ. დღეს ყველაზე თავნება და ჭირვეულ პატარებზე ვისაუბრებთ.
ვერძი - ჯიუტი, საშინლად ცელქი, საკმაოდ აგრესიული და ჩხუბისთავი ბავშვია. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგონა, ყოველთვის მოახერხებს ხასიათის გამომჟღავნებას, თუკი მისი მოთხოვნები წამის მეასედში არ სრულდება. ვერძ ბავშვს პატარა ასაკიდან უნდა ასწავლოთ მოთმინება. ხოლო მისი თვისება ყველას გულუხვად უწილადოს სითბო და სიყვარული კიდევ უფრო უნდა გააღვივოთ და გააძლიეროთ.
ტყუპი - მოუსვენარი, მრავალმხრივი და ვერცხლისწყალივით მოძრავია. ზოგჯერ შეიძლება გეგონოთ, რომ თქვენ შვილს ორის ნაცვლად ოთხი ხელი, ოთხი ფეხი, ორი ენა და ოთხი თვალი აქვს. მას ხომ არასდროს არაფერი გამოეპარება, ხოლო ის, რომ ერთბაშად რამდენიმე საქმითაა დაკავებული ხშირად გამოიწვევს თქვენს გაოცებას. სამაგიეროდ, არაფერს დაუდებს გულს ბოლომდე და ყველაფრის შუა გზაზე მიტოვება ეყვარება. მოთმინება და დისციპლინა არის ის, რაც მას ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაუნერგოთ თუ არ გსურთ, რომ დიდობაში მისგან შემოქმედებითი მუქთახორა ჩამოყალიბდეს.
მერწყული - ჩუმი მავნეა, საოცრად ნიჭიერი, მაგრამ დაუმორჩილებელი. ის ბუნებით რევოლუციონერია, თავს მორჩილად გიქნევთ, მაგრამ მაინც ისე იქცევა, როგორც საჭიროდ თვლის და აწყობს. განუვითარეთ თქვენს პატარას მეტი პასუხისმგებლობა თავისზე სუსტების მიმართ. მერწყულს სისხლში აქვს გამჯდარი სხვების დახმარება და ჰუმანურობა. მიაჩვიეთ იგი არჩევანის გაკეთებას და ყოველთვის აიძულეთ პასუხი აგოს ჩადენილ საქციელზე.