ირაკლი ალასანია - ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ

ირაკლი ალასანია - ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.

"ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ" საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირენით", - აღნიშნა ალასანიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას.

მან ვარშავის სამიტის მოლოდინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, შესაძლოა, ამ ეტაპზე საქართველომ ახალი ვერაფერი მიიღოს, განვითარებაზე უნდა იფიქროს.

"ნატო-ს ვარშავის სამიტზე მთელი კონცენტრაცია წავა თუ რამდენად ზუსტად, გეგმიურად სრულდება არსებითი პაკეტი, რომელიც წინა სამიტზე მივიღეთ. ჩვენ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე უნდა ვიყოთ კონცენტირებული. ძალიან ნათლად ითქვა, რომ ეს არ იქნება გაფართოების სამიტი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამის შემდეგ",- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ნატო-ს 2016 წლის სამიტი 8-9 ივლისს ჩატარდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."