ბიძინა ივანიშვილი - "ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო, ბევრი ბიულეტენი გაყალბდა"

ბიძინა ივანიშვილი - "ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო, ბევრი ბიულეტენი გაყალბდა"

ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

"კარგი არჩევანი გავაკეთე. არ შეიძლება მემგონი გვარის თქმა. რა თქმა უნდა,

ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. ამ მხრივ გავაკეთე არჩევანი, - განაცხადა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ "ამდენი მეორე ტური" არ უნდა ყოფილიყო. ივანიშვილის განმარტებით, ამას აქვს თავისი მიზეზები.

"ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო და უნდა ყოფილიყო ნაკლები. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა. თუ გაქვთ ინფორმაციები, შეგიძლიად დააზუსტით, ვინ გააყალბა და რატომ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველ ტურში გამარჯვება, თუმცა, რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი. ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ, კარგად იცით და, ალბათ, იქიდან მოდიოდა ესეც", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, "ძალიან დიდი სიზუსტით გააკეთა სტატისტიკა, რადგან კვლევებს ატარებდნენ სტაბილურად".

"ერთადერთი შეიძლება გადაჭარბებულად დაკნინებულად ვაფასებდი "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ აქაც დაახლოებით ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღო "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."