"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"

"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"

ინტერნეტით გავრცელდა ბათუმის ლეიბორისტული პარტიის წევრის, დავით რობაქიძის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის მანქანა აკრძალულ ტერიტორიაზე დგას. სამწუხაროდ ბატონ ავთანდილთან დაკავშირება გადაულახავ დაბრკოლებად იქცა, ამიტომ მის პრეს-სპიკერს, ქალბატონ მარინა კუპრეიშვილს ვესაუბრეთ.

- დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ამ მანქანის იქ ყოფნა. ფაქტია რომ იქ ნამდვილად იყო მანქანა და ამას არავინ უარყოფს. არ გამოვრიცხავ, რომ მანქანაში საპატიო სტუმარი იჯდა. სიმართლე გითხრათ, ბატონი ავთანდილი არის მაღალი რანგის საჯარო მოხელე, ე.წ. VIP და მისი მანქანაც არის VIP და აქვს ყველგან შესვლის უფლება.

- თუმცა ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სასწრაფო, სახანძრო და ნაგვის მანქანის გარდა სხვა არცერთ მანქანს არ შეუძლია ამ ტერიტორიაზე შესვლა.

- როგორც ბულვარის დირექტორი ბატონი რობაქიძე ამბობს, დაცვის სამსახურმა გახსნა ჯაჭვი და გაატარა, ანუ ამ მანქანას ქონდა უფლება, რომ შესულიყო. თუ ეს უკანონოდ გააკეთეს, მაშინ დაცვის სამსახურს მიმართეთ და გაარკვიეთ, ვისი მითითებით გააკეთეს ეს. შესაძლოა, ქალბატონი ლიანა ისაკაძე იჯდა მანქანაში და უბრალოდ ქალბატონს სცა პატივი და მიიყვანა თეატრამდე.

- დავით რობაქიძე ამბობს, რომ მანქანიდან არავინ გადმოსულა.

- დავით რობაქიძე არის ლეიბორისტული პარტიის წევრი, განთქმულია თავისი ექსტრავაგანტულობით, უყვარს ხმაურის ატეხვა, მის ყველა განცხადებაზე კომენტარის კეთება არასერიოზულად მეჩვენება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ავთანდილ ბერიძის დაცვის სამსახური არის VIP და ნებისმიერ ადგილას მისვლის უფლება აქვს. დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ავთანდილ ბერიძე, თავს არასოდეს მისცემს უფლებას, ბათუმის ბულვარში მანქანით ისეირნოს. ბევრისგან განსხვავებით, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ფეხით გადაადგილდეს, რადგან მას ბათუმში კარგად იცნობენ და დიდ პატივსაც სცემენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ასევე: "აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა