ვაკის პარკში "ღამის მგლების" ბაიკერები მივიდნენ

ვაკის პარკში "ღამის მგლების" ბაიკერები მივიდნენ

ვაკის პარკში "ღამის მგლების" ბაიკერები მივიდნენ. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, თბილისში ჩამოვიდნენ ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება იმას, დაარღვიეს თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ, ე.წ. ღამის მგლების თქმით, ისინი საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციამ გამოატარა და კანონდარღვევას რომ ადგილი ჰქონოდა, მათ დააკავებდნენ.

უკვე მერამდენე წელია, 9 მაისისთვის საქართველოში "პუტინის მგლების" შემოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლა 2 მაისს, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ და 50-მდე ბაიკერი უარით გააბრუნეს უკან, თუმცა, როგორც აღმოჩნდა თბილისში რამდენიმე "ღამის მგელმა" მაინც მოასწრო შემოსვლა.

So-called Night Wolves appear at Vake Park, Tbilisi

წაიკითხეთ: ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

იხილეთ ვიდეო: ე.წ. ღამის მგლები ვაკის პარკში - სელფი რუს ბაიკერებთან და სტუმრების პირველი კომენტარი

ფოტოები ვაკის პარკიდან, სადაც დილიდან მთავრობის წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

ახალგაზრდა ფერმერი საგარეჯოდან, რომელიც უდაბნოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის - "შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შემიქმნა"