ვერძი
დღეს დინების წინააღმდეგ მოგინდებათ გაცურვა. თუ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს გადაურჩებით, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ.
კურო
ნუ დაელოდებით, რომ სხვა გააკეთებს თქვეენ საქმეს; სხვა გაგამხიარულებთ. ეცადეთ, დილიდანვე შეიქმნათ სასიამოვნო განწყობა და საკუთარი საქმეების მოგვარებაზეც თავად იზრუნოთ.
ტყუპი
ფინანსური საკითხების გამო კოლეგებთან და ნათესავებთან ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს. ეცადეთ, გაანალიზოთ ყველა დეტალი და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.
კირჩხიბი
საკუთარი პრობლემები იმ ადამიანებს გაუმხილეთ, ვისაც თქვენზე გული შესტკივა და აქვს გამოცდილება, რომ სწორი რჩევები მოგცეთ.
ლომი
თავად შორი მგზავრობისგან თავი შეიკავეთ. ეს დროისა და ფულის ტყუილი ხარჯვა იქნება. უმჯობესია, სხვა გააგზავნოთ საქმეების მოსაგვარებლად. თავად კი საქმეები ტელეფონით, ინტერნეტით მოაგვარეთ.
ქალწული
არ გაგიკვირდეთ, თუ გარშემო მყოფებმა საკუთარი პრობლემების შესრულება თქვენ გადმოგაბარონ. თქვენ უკეთ გაართმევთ თავს რთულ, ჩახლართულ საქმეებს.