ავტორი:

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 7-8 ოქტომბრის ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს და ხვალ მოსალოდნელ ახალმთვარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს:

7 ოქტომბერი: ცაზე მერკურისა და ურანის ზუსტი ოპოზიცია დგება, რაც გვაიძულებს მეამბოხეობი გავხდეთ და არსებულ წესებს დავუპირისპირდეთ. მოუთმენლობა, ჩარჩოების დანგრევის და ცვლილებების უზომო წყურვილი შესაძლოა ცოტა უადგილოდაც ჩანდეს გარედან, მაგრამ ეს ჩვენი შინაგანი აფორიაქებულობის შეგრძნებების ბრალია და დღეს ამას ვერსად გავექცევით. ეცადეთ მოჭარბებული ენერგიის ნაკადი კონსტრუქციულ არხში გადაუშვათ, მაგალითად, დაკავდეთ რაიმე გონებრივი სამუშაოთი, იკითხოთ ფანტასტიკის ჟანრის წიგნი, ან ანალოგიური მიმართულების ფილმს უყუროთ. მით უფრო, რომ წინასწარ დაწყობილი გეგმები მაინც შესაცვლელი გაგიხდებათ დილიდანვე, რადგან ზემოთ ნახსენები ასპექტის გარდა, დღეს მზისა და სატურნის კვადრატიც იყრის თავს.

მნიშვნელოვან საბუთებს დღეს ხელს არ ვაწერთ, ისეთს, რაც ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მშენებლობას, რემონტს არ ვიწყებთ, ძვლოვან სისტემას არ ვმკურნალობთ. ახალი ნაცნობობის გაბმასაც ვერიდებით. ვფრთხილობთ საჭესთან და გადასასვლელებზე. ჰო, ტექნიკაც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს... ფიზიკურად დიდად არ ვტვირთავთ ორგანიზმს. სწავლის დაწყება - არა, სამოგზაუროდ წასვლა - არა, უფროსობასთან კამათი - არა. მნიშვნელოვანი საყიდლები - არა.

დანარჩენი ყველაფერი დასაშვებია. არ მითხრათ ახლა, რაღა დარჩაო... დარჩა და ბევრი რამ..

8 ოქტომბერს ახალმთვარეობაა - ახალი მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ექცევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. წაიკითხეთ სრულად

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

"საღამოს საათები კარგია ლოცვისა და მაგიური რიტუალებისთვის, მათ შორის ფულის მოსაზიდად" - 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი