მეცნიერების დასკვნა ღვთისმშობლის მოკაშკაშე სკულპტურის შესახებ, რომლის სანახავადაც მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა

მეცნიერების დასკვნა ღვთისმშობლის მოკაშკაშე სკულპტურის შესახებ, რომლის სანახავადაც მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა

Ambebi.ge-ს ერთგულ მკითხველს ემახსოვრება სტატია, სადაც სამხრეთ ბელგიაში არსებულ სასწაულზე მოგითხრობდით.

ბელგიაში მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა სახლთან, სადაც ღვთისმშობლის სკულტურამ კაშკაში დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სკულპტურა სრულ სიბნელეში ასხივებს. კათოლიკურმა ეკლესიამ ადგილზე წარმომადგენლები გაგზავნა, რათა ვითარება გამოეძიათ. ისინი ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუ რითია გამოწვეული სინათლე და აქვს თუ არა ამ მოვლენას რაიმე რელიგიური განმარტება.

თუმცა, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს სასწაული არ არის. ლეჟის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სკულპტურა სიბნელეში იმიტომ ანათებს, რომ საღებავითაა დაფერილი, რომელიც თუთიის სულფიდს შეიცავს.

"ამ ქიმიკალს ნათების ეფექტი აქვს და სწორედ ესაა უცნაური სინათლის მიზეზი. ეს სასწაული არაა", - ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, მეცნიერი რუდი კლუტსი. თუმცა, მას პასუხი არ აქვს შეკითხვაზე, რატომ გავიდა 15 წელი, ვიდრე ნათება გამოჩნდებოდა.

შეგახსენებთ, ბელგიის მუნიციპალიტეტ ჟალეში (Jalhay) პოლიციის უფროსი იძულებული გახდა, მომლოცველთა დიდი ნაკადის გამო, დაცვა გაეძლიერებინა. ჟალე მშვიდი ქალაქია, მაგრამ რამდენიმე საათში ერთ-ერთ სახლს უამრავი ადამიანი მიაწყდა, რომ საკუთარი თვალით ენახათ მოკაშკაშე ღვთისმშობლის სკულპტურა. ყველა ცდილობდა ხელით შეხებოდა სკულპტურას, რომელიც სრულიად მოულოდნელად მოხუცი წყვილის სახლის სამზარეულოში აკაშკაშდა. ამჟამად სკულპტურა ადგილობრივ ეკლესიაშია გადაბრძანებული, სადაც მომლოცველებს მისი ხილვის საშუალება ისევ აქვთ.

იხილეთ ასევე: ღვთისმშობლის სკულპტურა კაშკაშებს - მომლოცველთა ნაკადს პოლიცია აკონტროლებს

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს